ზარი კინგისგან

11539634_897825576955232_2128562035255822290_nსტივენ კინგთან გასაუბრებაზე გიოცნებიათ? და იცოდით, რომ მას თქვენი ნომერი აქვს? დიახ, საშინელებათა ჟანრის მეფეს ყველას ტელეფონი აქვს და შეიძლება ერთ “მშვენიერ” დღეს დაგირეკოთ კიდეც, ოღონდ თქვენ არ უნდა უპასუხოთ! რატომ? ახლავე გიამბობთ.

მხატვარი კლაი მშვიდად მისეირნობდა ბოსტონის ქუჩებში და საკუთარ წარმატებაზე ფიქრობდა… ნაყინის მოყვარულები ფურგონთან იდგნენ… და უცებ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა – მობილურით განხორციელებული ან მიღებული ზარი დამღუპველი გახდა. უწყინარი მობილური საშინელების მატარებლად გადაიქცა და მომხმარებლები პირველყოფილ (იქნებ უარეს) ადამიანებად აქცია. შემდეგ ყველაფერი ნისლსა და გუმბათის ქვეშ ჩაკარგული ქალაქების სცენარით განვითარდა (ბრძოლა გადარჩენისთვის, სისხლი, რელიგიური “დისკუსიები” და ა.შ.). სულ ბოლოს კი კიდევ ერთხელ გავიფიქრე ის, რასაც ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ – “სტივ, შენ საზიზღარი ბებერი ხარ!” თუ ამ წიგნს წაიკითხავთ (ზემოთხსენებულ წიგნებთან ერთდ) და “ნორმალურებსა” და “მობილოიდებს” გაიცნობთ, თქვენც აუცილებლად დამეთანხმებით. ვინ იცის, იქნებ ჩემსავით “მობილოფობიაც” კი დაგეწყოთ… ოღონდ გირჩევთ, რომ ღამით იკითხოთ. პირადად მე კითხვის პროცესში მობილურის ზარს ვერ გავუძლებდი 🙂

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი პალიტრას ეკუთვნის.

P.P.S. სულ ბოლოს იმ სიმღერას მოვუსმინოთ, რომელზეც კლაი ოცნებობდა და რომელიც მეც ძალიან მიყვარს:

3 Comments (+add yours?)

  1. ketsky
    ოქტ 10, 2015 @ 11:17:01

    ყველაზე კარგი სიახლე, ამ ნაცრისფერი დღისთვის და დილისთვის ^_^

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. ლიკას ბლოგი
    ოქტ 10, 2015 @ 22:18:37

    კიდევ ერთი კინგი ❤

    Liked by 1 person

    პასუხი

  3. dianik0
    ოქტ 21, 2015 @ 13:01:34

    მიყვარს კინგი ❤

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: