საზღვაო რუკა დონ არტუროსგან

Nautical_finalmechგიყვართ თავგადასავლები? მე ძალიან, თუმცა 21-ე საუკუნის ევროპულ დედაქალაქში რაიმე სერიოზულის იმედი ნაკლებად თუ გვექნება, მაგრამ დანაკლისის შევსება წიგნებითა და ფილმებით შეგვიძლია. მეც უკვე წლებია ამით ვარ დაკავებული – ხან სტივენსონს “ვემგზავრები” (მე თუ მკითხავთ, ამ ჟანრში “განძთა კუნძულს” ვერაფერი შეედრება), ხან – საბატინის ან ჟიულ ვერნს (თუმცა ეს უკანასკნელი “სათანადოდ” არასდროს მიყვარდა), ხანაც ჯეკ ბეღურას “ავეკიდები” და საზღვაო თავგადასავლების წყურვილს ასე ვიკლავ. ბოლო წლებია ჩემს ლიტერატურულ ფავორიტებს კიდევ ერთი ადამიანი დაემატა – არტურო პერეს-რევერტე  და, როგორც აღმოჩნდა, ისიც ძალიან კარგი “მეზღვაური” ყოფილა.

ყველაფერი ხმელეთზე დაიწყო. შეცდომისთვის ზღვიდან განდევნილმა კოიმ მუზეუმის თანამშრომელი ტანჟერ სოტო გაიცნო და მასთან ერთად საზღვაო რუკის შესწავლას შეუდგა. მიზეზს ალბათ თავადაც მიხვდებით. ასეთ რთულ საქმეს მხოლოდ ჩაძირული გემის აღმოსაჩენად ეჭიდებიან (და კიდევ სიყვარულის)… რა იპოვეს მათ, რა ესაქმებოდა რუკასთან დონ პალერმოს და რა კავშირი ჰქონდათ ამ ყველაფერთან იეზუიტებს, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ უნდა დავტოვოთ. ერთს კი დარწმუნებით გეტყვით – დონ არტურო არ მოგაწყენთ – თავის ტრადიციულ (ნამდვილი ადამიანები რომ არიან – დადებითი და უარყოფითი თვისებებით) პერსონაჟებთან ერთად უამრავ ხიფათს გადაგყრით ჯერ ბარსელონასა და მადრიდში, შემდეგ კი – შუა ზღვაში. ბოლოს კი ჩვეულად გაგაოცებთ – გეგონებათ, რომ უკვე ყველაფერი იცით, მაგრამ ნელ-ნელა თქვენი აზრები თავდაყირა დადგება და დასასრულს ვერაფრით გამოიცნობთ. სხვაგვარად არც შეიძლება – ეს ხომ დონ არტუროა 🙂

P.S. სამწუხაროდ, ეს წიგნი ქართულად არ არის ნათარგმნი, მაგრამ უახლოეს მომავალში “დიუმას კლუბს” შემოგვთავაზებენ, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია 🙂

P.P.S. სულ ბოლოს ჩვენი მეზღვაურის საყვარელ სიმღერებს მოვუსმინოთ (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მისი და ჩემი გემოვნება ემთხვევა):

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: