ეკოს კუნძული

გახსოვთ დონ კიხოტი? რა თქმა უნდა, გახსოვთ. მისი “უცნაური” თავგადასავლები და სიყვარული ყველა ლიტერატურის მოყვარულმა (სხვებმაც) კარგად იცის. ჰოდა, ახლა რობერტ დე ლა გრივზე მინდა გიამბოთ, რომელიც ძალიან ჰგავს მას.

როგორც ჩანს, წარსულში “ჭეშმარიტი” მამაკაცის დამახასიათებლად “შორით მიჯნურობა” და “ვაჟკაცური ბრძოლა” ითვლებოდა. ჩვენი რობერტიც გემის დაღუპვის შემდეგ სწორედ ამ ტიპის “გმირობებს” იგონებს… მე, როგორც რომანტიზმისგან ძალიან შორს მყოფი ადამიანი, “რომანულ” ეპიზოდებს დიდი აღტაცებით ვერ შევხვდი, ვერც გამონაგონისა და რეალობის “ძველებურ” აღრევას. სამაგიეროდ, ძალიან მესიამოვნა რიშელიესთან შეხვედრა (ძველი ნაცნობობის ხათრით).

რობერტი გაგაცანით, მაგრამ თავის წიგნებში მთავარი გმირი მაინც ყოველთვის სინიორ უმბერტოა ხოლმე – დროის შესაბამისი ლექსიკით, სამეცნიერო გადახვევებით, რელიგიური დისკუსიებით. ის ყოველთვის ახარხებს თითქოს მის მიერვე “გაცვეთილი” თემის სულ ახლებურად – კიდევ უფრო საინტერესოდ – წარმოჩენას. ამიტომაც მიყვარს ასე და სულაც ვერ ვგრძნობ, რომ მასთან შეხვედრა უმეტესად მრავალ დღეს (ზოგჯერ – მრავალ კვირასაც) მოითხოვს. ეს დრო წამივით გადის. სხვანაირად არც შეიძლება – ეს ხომ სინიორ უმბერტოა 🙂

P.S. წიგნის ქართული თარგმანი ჯერჯერობით არ გვაქვს. ის კი არა, დიდი ხნის წინ შეპირებული “ფუკოს ქანქარაც” ძალიან აგვიანებს (კრიზისის ბრალია ალბათ). დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ყველა რომანი (ესეებიც) ითარგმნება – მათ შორის სულ ახალი “Numero Zero”-ც – და ყველა დაინტერესებულს მიეცემა წაკითხვის საშუალება. სინიორ უმბერტოს წიგნები აუცილებლად თავად უნდა ნახოთ – მათძე საუბარი თითქმის შეუძლებელია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: