გიყვართ საშინელებათა ჟანრის წიგნები და ფილმები? მე ძალიან. წლების წინ თითქმის არცერთს ვტოვებდი. დროის შემცირებასა და წასაკითხი წიგნების (სანახავი ფილმების) რაოდენობის ზრდასთან ერთად ე.წ. “ჰორორებს” ცოტა დავშორდი, თუმცა ედგარ პო დღემდე ჩემი ფავორიტია და სტივენ კინგის წიგნებსაც აქტიურად ვკითხულობ. ფილმებში ახალს იშვიათად ვპოულობ (რა ვქნა, სამარა მორგანი დღემდე მახსოვს და ვერც ნიკოლ კიდმანის ტანჯვას ვივიწყებ)… და რატომ არ ვიცნობდი აქამდე ჰოვარდ ლავკრაფტს? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს (მისი ორი წიგნი ხომ ძალიან დიდი ხნის წინ ჩავინიშნე). ალბათ მისი დრო მხოლოდ ახალ მოვიდა…
უკვე გითხარით, რომ ამ ჟანრში ახალბედა არ ვარ და ჩემი გაოცება ადვილი სულაც არ არის, მაგრამ ჰოვარდმა ეს მოახერხა. მისი მთავარი ქმნილება – ქთულჰუ – ისეთი ვინმეა, რომ რკინის ნერვებსაც კი შეეხება (არადა, მისტერ ლავკრაფტი რამდენიმე ათეული წლის წინ გარდაიცვალა). მისი გარეგნობა ვის არ შეაშინებს – ერთდროულად რვაფეხასიც რომ არის, ადამიანისაც და დრაკონისაც… როგორც კი წარმოვიდგინე (ეს რთული სულაც არ არის) გიგანტური არსება საზიზღარი საცეცებით, ფრიად უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ამას ისიც დაემატა, რომ ის ერთგვარი კერპი აღმოჩნდა, რომელსაც ეთაყვანებიან… ვინ იცის, იქნებ ის სადმე მართლა არსებობს და გაიღვიძოს… წიგნის დახურვის შემდეგ ასეთი განცდა დამრჩა და დაძინების შემეშინდა – ქთულჰუ ხომ სხვების სიზმრებში აღწევს… მან შეაღწია კრებულის გმირების სიზმრებში, ლავკრაფტის მშობლებისა და თავად მის სიზმრებში… ალბათ მკითხველთა სიზმრებშიც… რა უნდა ვქნათ ქთულჰუმ რომ დაგვიძახოს???
P.S. ჰორორების მოყვარულებს გირჩევთ, რომ ამ წიგნის ქართული თარგმანი მოიძიოთ. ბედად ბათუმელები ფანტასტიკას არ გვაკლებენ 🙂 …და არ შეშინდეთ. ეჭვი მეპარება, რომ ქთულჰუ მართლაც არსებობდეს 🙂
ოქტ 19, 2015 @ 21:39:16
კი, მართლა არსებობს. სძინავს ოკეანის სიღრმეში. მე მაგალითად ფეხისწვერებზე დავდივარ, რომ არ გაეღვიძოს 😀
LikeLike
ოქტ 19, 2015 @ 21:41:30
გამორიცხული არაფერია 😀
LikeLike
ოქტ 21, 2015 @ 01:02:46
ფჰთაგნ, ფჰთაგნ :)))))
LikeLiked by 1 person
ოქტ 21, 2015 @ 12:02:51
ჩემი ქმრის საყვარელი ავტორია ლავკრაფტი. მისი დამსახურებით მცირე მოთხრობები მაქვს წაკითხული. მომეწონა. ქთულჰუს კითხვა ინგლისურად დავიწყე და ვერ დავამუღამე. The shadow over Innsmouth-ის მიხედვით ფილმია გადაღებული – დაგონი, რომლითაც დიდად არ მოვხიბლულვარ. რამდენიმე დღის წინ ვიყიდე “წიგნები ბათუმშის” თარგმანი. ხოდა, ამ გახსენებაზე ჩავუჯდები.
LikeLiked by 1 person
აპრილი 09, 2017 @ 15:08:16
მაგრობაა მალე mესმე თამაში გამოვა ამ წიგნის მიხედვით ჰქვია call of cthulhu: dephts of madnes მე ერთი სული მაქროდის გამოვა
LikeLiked by 1 person