ქალური და ბავშვური ომი

გახსოვთ, ცოტა ხნის წინ გერმანელებზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გმირები და უბრალოდ კარგი ადამიანები ორივე მხარეს იბრძოდნენ. ისინი ჩვენზე ბევრად ძლიერები იყვნენ… რატომ? ახლავე გიამბობთ…

ახლა 21-ე საუკუნეა. ომის დასრულებიდან 70 წელი გავიდა და მონაწილეთა წასვლასთან ერთად ეს დიდი ტრაგედია ნელ-ნელა ხუნდება (ალბათ სწორედ ამის ბრალია, რომ პირველი მსოფლიო ომი იშვიათადღა ახსენდება ვინმეს). ქალებსაც ჩვენი ქალური საზრუნავი გვაქვს და ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ჰიტლერის წინააღმდეგ ჩვენი სქესის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ… ჩვენ ხომ სუსტ სქესს გვეძახიან და ამბობენ, რომ საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ვზრუნავთ… არადა, მაშინ (ერთეულები დღესაც არიან) არსებობდნენ ქალები, რომლებიც არაფრით ჩამორჩებოდნენ ჯარისკაცებს და მათსავით დამცავი ფერის სამოსში ჩაცმულნი საკუთარი ზურგით მიათრევდნენ მტერსა თუ მოყვარეს. ისინი ასრულებდნენ “მამაკაცურ სამუშაოს”, თმობდნენ ქმარ-შვილს და მიდიოდნენ სამშობლოს გადასარჩენად…

მეორე მსოფლიო ომის უნებლიე მონაწილეები გახდნენ ბავშვებიც. იმ ასაკში, როდესაც ჩვენ სათამაშოებზე, ტკბილეულსა და ნახატებიან წიგნებზე ვფიქრობდით, 40-იანი წლების პატარები თამაშობდნენ სრულიად შეუფერებელი – ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო – ნივთებით; გამუდმებით შიმშილობდნენ; ფაქიზად უფრთხილდებოდნენ ერთადერთ ანბანს; კარგავდნენ მშობლებს, და-ძმებსა და ოჯახის სხვა წევრებს; გაურბოდნენ მტერს; რჩებოდნენ ღია ცის ქვეშ; ცეცხლსა და ტყვიებს ეწირებოდნენ… მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ამდენი ტრაგედიის გადატანის შემდეგ ისინი ვეღარასდროს გახდებოდნენ ისეთები, როგორებიც მანამდე იყვნენ… ისევე, როგორც მებრძოლი ქალები… ისევე, როგორც ჩვენ – მკითხველები, რომლებმაც თვალებში ჩავხედეთ ომს, რომელსაც ქალის სახე არ აქვს და მოვუსმინეთ უკანასკნელ მოწმეებს – მათ სოლოს საბავშვო ხმისთვის…

P.S. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქართულად მხოლოდ “ჩერნობილის ლოცვა” გვაქვს, თუმცა იმედია ნობელის პრემიის ბოლო ლაურეატს უყურადღებოდ არ დატოვებენ და “უტოპიის ხმებს” სრულად თარგმნიან. თქვენ კი, თუ რუსულად კითხულობთ, ეს წიგნები აუცილებლად მოიძიეთ. ქალებისა და ბავშვების თვალით დანახულ ომს (თანაც ნამდვილ ამბებზე დაფუძნებულს) ბევრი მწერალი ვერ შემოგთავაზებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: