გერმანული ტრაგედია

64097საბჭოთა რეალობაზე ძალიან ხშირად გიყვებით, მეორე მსოფლიო ომის მრავალმხრივ სახეზეც… სულ ცოტა ხნის წინ კი ამ მრავალწლიანი ტრაგედიის შესახებ ასტრიდ ლინდგრენის აზრი ამოვიკითხე, რომელიც გერმანელებს, აფასებს და მათ შორის სამართლიან ადამიანებს ხედავს. ეს მართლაც ასეა. ნაცისტურ გერმანიაშიც ცხოვრობდნენ გმირები, რომლებმაც ბრძოლის ველზე ან საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ… ან სულაც გადარჩნენ და ახალი გერმანიის შენება დაიწყეს… ახლა სწორედ მათზე მინდა გიამბოთ… კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ გერმანული ტრაგედია…

ჰიტლერის მმართველობისას შეურიგებელ გერმანელთა უმრავლესობა ებრაელთა კვალს გაუყენეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გამოამწყვდიეს. მათ შორის გახლდათ №509, რომელიც ვერ გატეხეს. ვერაფერი დააკლეს მის თანამებრძოლებსაც… ბევრი კი განადგურდა. ისინი გაზის კამერებში ჩახოცეს, სამედიცინო ექსპერიმენტების ობიექტებად აქციეს, სხვადასხვა ავადმყოფობებითა და შიმშილით დაასუსტეს, “გართობის” მიზნით სცემეს და სიკვდილის პირზე მიიყვანეს… მაგრამ უმეტესობას მაინც ვერაფერი დააკლეს. საბოლოოდ ამერიკელებმა ნაცისტები მიწასთან გაასწორეს, ყოფილი ტყვეები კი შინ დააბრუნეს… მათი სიცოცხლის ნაპერწკალი ბოლოს მაინც აგიზგიზდა… მათთვისაც, ვინც ამ დღეს ვერ მოესწრო… რემარკმა კი შეძლო და ჩვენშიც დაანთო ეს ცეცხლი…

ჰერ ერიხმა კიდევ ერთი რამ მოახერხა – მან თვალნათლივ დაგვანახა, თუ რას ნიშნავს ომიდან შინ დაბრუნება. ბრძოლის1507966_871672326237224_2184806112898008759_n ველს ძალიან ბევრი კარგი წიგნი აღწერს – თუნდაც ჩემი ერთ-ერთი ფავორტი “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” – თუმცა იშვიათად ვხედავთ გზას ბრძოლის ველიდან მშვიდობიან ცხოვრებამდე. სწორედ ზემოთხსენებულ ძალიან კარგ წიგნს “დააშენა” რემარკმა ერნსტისა და მისი მეგობრების ამბავი. პაულის, კაჩინსკისა და სხვა გმირების (დიახ, ამ სიტყვას არ მოვერიდები. მერე რა, თუ გერმანიამ ორჯერ დაიწყო მსოფლიო ომი. ეს გადაწყვეტილება ჯარისკაცებს არ მიუღიათ) დაღუპვის შემდეგ სასწაულით გადარჩენილი ჯარისკაცები შინ დაბრუნდნენ. ზოგი ცოლთან შეხვედრაზე ოცნებობდა, ზოგი – სწავლის გაგრძელებასა და კარიერის შექმნაზე… ყველას სურდა ახალი ცხოვრების დაწყება, თუმცა ეს ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ომიდან უვნებლად გამოღწევა. ამიტომაც ზოგს ოჯახი დაენგრა, ზოგს ფსიქიკა შეერყა, ზოგი ციხეში აღმოჩნდა, ზოგმა კი შენარჩუნებული სიცოცხლე არად ჩააგდო და საკუთარი ნებით “გაემგზავრა” დაღუპულ თანამებრძოლებთან… რატომ? იმიტომ, რომ ომს ვერავინ ივიწყებს და ხშირად დაბრუნება უფრო ძნელია, ვიდრე ბრძოლა… ძალიან ძნელია დაბრუნება ბრძოლის ველიდან, საკონცენტრაციო ბანაკიდან… გერმანულ ტრაგედიას თვითმხილველი ვერასდროს დაივიწყებს… ჩვენ ის არ გვინახავს, მაგრამ არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ… სწორედ ამიტომ წერდა რემარკი… იქნებ სხვისი ტკივილის გათავისებამ ომი შეგვაძულოს… იქნებ აღარ მოხდეს ახალი ტრაგედია…

P.S. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქართულად მხოლოდ “დაბრუნება” გვაქვს. მისი თარგმანი “პალიტრა L”-ს ეკუთვნის (სერია “ჩემი რჩეული მსოფლიო”). თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, რომ მოიძიოთ.

P.P.S. სულ ბოლოს რობერტო როსელინის ძალიან კარგი ფილმი მინდა გირჩიოთ, რომელიც ომის შემდგომი უბრალო გერმანელების ყოფას ეხება.

http://adjaranet.com/Movie/main?id=12592

2 Comments (+add yours?)

  1. პატ ჰოლმანი
    Apr 10, 2016 @ 23:52:25

    ეს კაცი თავისი სიყვარულებით , ქალებით , ომით , დეპრესიით .
    შეიძლება სუბიექტური ვარ რემარკთან მიმართებაში , მაგრამ მისი ყველა რომანი საუკეთესო მგონია .

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 11, 2016 @ 20:41:28

      ვერ ვიტყვი, რომ ჰერ ერიხი ჩემი საყვარელი მწერალია (ჩემი ორი ფავორიტი წიგნი კი დაწერა, მაგრამ მაინც), მაგრამ თავისი განუმეორებელი მიმართულება რომ აქვს, ეს უდავოა…

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: