სოფის საბედისწერო არჩევანი

“კითხვა: მითხარი, სად იყო აუშვიცში ღმერთი?

და პასუხი: სად იყო ადამიანი?”

 სოფი… ამ სახელმა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა… რატომ? გადაშალეთ უილიამ სტაირონის წიგნი და თქვენც ზუსტად ასეთი გრძნობა გაგიჩნდებათ… ამბავი ქალისა, რომელმაც საბედისწერო არჩევანი გააკეთა, არასდროს დაგავიწყდებათ… განსჯით მას თუ გაამართლებთ? არ ვიცი, თქვენ როგორ გადაწყვეტთ, მაგრამ მე კითხვის პროცესში წინააღმდეგობრივი ემოციები დამეუფლა და საბოლოოდ ერთი კითხვა დამრჩა – და მე როგორ მოვიქცეოდი სოფის ადგილას რომ ვყოფილიყავი? თქვენც ასე უნდა იფიქროთ (განსაკუთრებით ქალებმა) და ცალსახად ვერ გაიმეტებთ მას ტალახისთვის… იქნებ ვერც თანაუგრძნოთ…

პიარადად მე საკუთარ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ახლაც არ მაქვს… მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია ვიფიქრო: რას ვიზამდი სოფისავით აუშვიცის ბნელეთში რომ აღმოვჩენილიყავი? შევძლებდი ერთი შვილის გაწირვას მეორის გადასარჩენად? შევძლებდი ამავე მიზეზით მტერთან გარიგებას? შევძლებდი შეგუებას ოჯახსა და ქვეყანაში გამეფებულ ანტისემიტიზმთან? იქნებ მსგავს სიტუაციაში ეს ყველაფერი მექნა, მაგრამ ყველაზე რთული მაინც ოკუპაციის დასრულების შემდეგ სიცოცხლის გაგრძელებაა… სოფისავით ცხოვრებას ნამდვილად ვერ შევძლებდი – ვერ ვიცხოვრებდი სრულყოფილად (თუნდაც სინდისის ქენჯნას დავეტანჯე), ვერ შევიყვარებდი (თუმცაღა მისი “მონური” სიყვარული მასავით ომისგან განადგურებული ებრაელი ნათანის მიმართ ასევე სინდისის გამოძახილი მგონია), ვერ დავტკბებოდი მუსიკითა და ლიტერატურით, ვერ ვისწავლიდი ახალ ენას და ვერც უკვე კარგად ნაცნობ ენებზე ვისაუბრებდი, ვერ ვივლიდი შაბათ-კვირას სანაპიროზე, ვერ გამოვეწყობოდი ძველებურ სამოსში… მე ვერ გავაგრძელებდი ცხოვრებას უღმერთოდ და უადამიანოდ დარჩენილი აუშვიცის შემდეგ… სოფიმ კი ეს შეძლო… სწორედ ამიტომ მე მას ვპატიობ მის ყველა არჩევანს! ვპატიობ იმიტომ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის ჩემთვის ყოველთვის ძლიერ ქალად დარჩება… იქნებ ყველაზე ძლიერ ქალადაც ლიტერატურაში…

P.S. სამწუხაროდ, ამ წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ფილმი მოიძიოთ. მასში მთავარ როლს ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი – მერილ სტრიპი – ასრულებს. რაც შეეხება წიგნს, მასში კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პერსონაჟი თუ ამბავია მოთხრობილი (მხოლოდ თავად ავტორი – სტინგო – რად ღირს). ასე რომ, თუ უცხო ენებზე კითხულობთ, ჯერ წიგნს გაეცანით და ეკრანიზაცია შემდეგ ნახეთ.

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ბრაიონის დაგვიანებული მონანიება | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: