არ წაიკითხოთ იენ მაკიუენის წიგნები, სანამ ფსიქოლოგიურად არ მოემზადებით! არ წაიკითხოთ! თუ მისი “ცემენტის ბაღი” წაგიკითხავთ, აუცილებლად დამეთანხმებით, თუმცა ამ წიგნსა და “მონანიებას” (მგონი, ქართულად ასე უნდა იყოს) ერთმანეთს ვერ შევადარებ. პირველი უფრო ზიზღს იწვევს, მეორე – ტკივილს… ძალიან ხანგრძლივ და ძლიერ ტკივილს… რატომ? ახლავე გიამბობთ…
წიგნზე საუბრისას არ დავიწყებ ბრაიონის ლანძღვას. ის ხომ მისტერ იენის გამოგონებაა და სხვა არაფერი. თუმცა მისი ფსიქოლოგია ჩემთვის ძალიან საინტერესოა. სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი მის ასაკში და ვერაფრით წარმომიდგენია, თუ რამ შეიძლება აიძულოს 13 წლის გოგონა, რომ ყველაზე საშინელი დანაშაული (პირადად მე გაუპატიურება მკვლელობაზე დიდი დანაშაულიც კი მგონია) დააბრალოს ადამიანს, ვის თვალწინაც იზრდებოდა… ნუთუ ეგონა, რომ ნამდვილად რობი ნახა? ნუთუ ფიქრობდა, რომ სამართლიანად დაუნგრია ცხოვრება თავის დასა და მის მეორე ნახევარს? არ ვიცი, ბრაიონის საქციელი ბოლომდე ამოუცნობი დარჩა ჩემთვის… ერთადერთი ახსნა მწერლობაა… ანუ იგივე ღმერთობა… ჩემთვის ეს წიგნი სწორედ ამაზეა და არა ორი ადამიანის განადგურებულ მომავალზე (ეს თემა ახალი ნამდვილად არ არის). ჩემთვის მთავარი მსხვერპლი ბრაიონია, რომელმაც დაგვიანებით მოინანია… მოინანია, მაგრამ ცხოვრება წიგნი არ არის და არც ადამიანია მწერალი. დაწერილს ვერავინ წაშლის და შეცდომას ვერავინ გამოასწორებს… ბრაიონს ეგონა, რომ გამოასწორებდა, მეც მეგონა… სწორედ ამიტომ დამრჩა ეს საშინელი ტკივილი… და რამდენად აუტანელი ტკივილი დარჩებოდა ბრაიონს? იმედი მაქვს, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაექცა ამ გრძნობას… და ამას შურისძიების გამო არ ვამბობ. მე მას ვაპატიე, თუმცა ბევრად უფრო გამიჭირდა, ვიდრე სოფის შემთხვევაში… მე მას ვაპატიე მხოლოდ იმის გამო, რომ მან გულწრფელად მოინანია… მხოლოდ ამიტომ…
P.S. სამწუხაროდ, წიგნის ქართული თარგმანი ჯერჯერობით არ გვაქვს. თუ უცხო ენებზე არ კითხულობთ, შეგიძლიათ ეკრანიზაცია მოიძიოთ. ასევე გირჩევთ კიდევ ერთ ძალიან კარგ ფილმს – “ნადირობას” – რომელიც ასევე გაუაზრებელ “ბავშვურ” სიცრუესა და მის გამოუსწორებელ შედეგებზე მოგვითხრობს.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან თითქმის სამი წელი გავიდა და “ბაკურ სულკაურის გამომცემლობამ” ქართული თარგმანიც შემოგვთავაზა.
ნოე 30, 2015 @ 22:06:42
ცემენტის ბაღი ჯერ ფილმად ვნახე, ფსიქოში და შოკი დღემდე მახსოვს.
LikeLiked by 2 people
ნოე 30, 2015 @ 22:46:03
ზუსტად, მეც 😦
LikeLiked by 1 person
დეკ 02, 2015 @ 14:08:42
ვაიმე ისე გამაშტერა ცემენტის ბაღმა იმისი მერე წიგნი ვერ წავიკითხე 6 თვეზე მეტი გავიდა(
LikeLiked by 1 person
დეკ 03, 2015 @ 14:42:21
“ცემენტის ბაღი”-ის შემდეგ ძალიან დავითრგუნე და მეგონა აღარ მომინდებოდა იენის წაკითხვა,მაგრამ ეხლა ისევ მომანდომე )) აუცილებლად მოვიძიებ თუ არის ელექტრონული ვერსია და წავიკითხავ,თუ არა და დაველოდები როდის გამოიცემა ქართულად
LikeLike
დეკ 03, 2015 @ 17:37:45
რუსული ელექტრონული ვერსია მარტივი მოსაძიებელია. ქართულად ჯერ არ არის დაანონსებული, მაგრამ ეკრანიზაცია იდმენად ცნობილია, რომ ალბათ მიაქცევენ ყურადღებას 🙂
LikeLiked by 1 person