ჰარპერ ლის დაბრუნება

24817626ჰარპერ ლი დაბრუნდა! დიახ, ქალმა, რომელიც ერთი გენიალური წიგნის ავტორი (ზოგს კი – სულაც ტრუმენ კეპოტთან მეგობრობის გამო “გავარსკვლავებული”) გვეგონა, მეორე ნაწარმოებიც გამოსცა. ვერ გეტყვით, რომ “Go set a watchman” (თარგმანი მალე იქნება და ამიტომ არ გავკადნიერდები) ისეთივე დიდებული წიგნია, როგორიც “ნუ მოკლავ ჯაფარას”, თუმცა არც უყურადღებოდ დატოვების ღირსია. ის ჯერ კიდევ გამოსვლამდე იქცა ბესტსელერად და მაშინვე სერიოზულად აღაშფოთა მასწავლებლები, რომლებიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში უამბობენ მოსწავლეებს უსამართლობასთან მებრძოლი ატიკუს ფინჩის ამბავს. გამოგიტყდებით და მეც ძალიან მიჭირს იმ ყველაფრის აღქმა, რაც გაგრძელებაში (რომელიც თურმე “ჯაფარაზე” უფრო ადრე დაწერილა) ხდება და ახლავე აგიხსნით, რატომ…

“ნუ მოკლავ ჯაფარას” ჩემთვის (და ალბათ თქვენთვისაც) არის წიგნი სიკეთესა და კეთილ ადამიანებზე, რომლებიც,10259977_10202866026245807_9093037576036162355_n მიუხედავად ირგვლივ გამეფებული უსამართლობისა, მაინც ბედნიერები არიან. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ ერთმანეთი უყვართ, სჯერათ ერთმანეთის და ერთად იბრძვიან… ჩემთვის ამერიკაც ეს არის – არა ამერიკული ოცნება და დოლარების წვიმა, არამედ ქვეყანა, რომელმაც ნელ-ნელა დაძლია საკუთარ თავში ბნელი მხარეები (თუმცა ეს ბოლომდე არავის ძალუძს)… და ახლა, როცა ჰარპერ ლის მეორე წიგნი დავასრულე და დაუნანებლად ამოვშალე ქინდლის მეხსიერებიდან, თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობ. წავიკითხე წიგნი, რომელსაც ამდენ ხანს ველოდი, მაგრამ თვალწინ მაინც ახალგაზრდა ატიკუს ფინჩი მიდგას, რომელსაც გრეგორი პეკის სახე და უსაზღვრო გამბედაობა აქვს. რა ვქნა, ვერაფრით ვუშვებ, რომ ართრიტით დაუძლურებული ატიკუსი სეგრეგაციის მომხრეა. ვერც გაზრდილ ჯინ-ლუიზას ვეგუები. ის ჩემთვის ყოველთვის ონავარ ჭყიტად დარჩება და არა ემანსიპირებულ ქალად (თუმცა მის ბევრ “ზრდასრულ” აზრს ვეთანხმები). აღარაფერს ვამბობ ჯემის სიკვდილსა და დილის “გადაკარგვაზე”… ფინჩების ოჯახი და მათი განუყრელი კელპურნია ყოველთვის სიკეთეს მომაგონებენ და იმ ბავშვობას, რომელიც ჰარპერ ლიმ 21 წლის ასაკში დამიბრუნა… ახლა კი მისი წართმევა გადაწყვიტა… ამდენი წელი ბუა რედლის მსგავსად მალავდა თავის წიგნს და ზუსტად 55 წლის შემდეგ გამოაჩინა, რათა ეჩვენებინა, რომ იდეალური არავინაა… თვით იდეალური ადამიანის განსახიერება – ატიკუს ფინჩიც კი…

P.S. ჯერჯერობით წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” გვპირდება, რომ უახლოეს მომავალში ჰარპერ ლის მეორე წიგნი პირველს დაუმშვენებს გვერდს. შეიძლება ჩემი მონათხრობით მაინცდამაინც არ მოიხიბლეთ, თუმცა წიგნის წაკითვა მაინც ღირს. საყვარელ გმირებთან შეხვედრა (თუნდაც ისინი ასე რადიკალურად შეცვლილნი დაგვხვდნენ) ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა 🙂

P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან 6 თვის თავზე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” დანაპირები შეასრულა. ასე რომ, შეგიძლიათ თამამად მოიძიოთ.

6 Comments (+add yours?)

  1. meggie13
    დეკ 04, 2015 @ 22:26:03

    ნეტა რა იქნება…. ეჰჰ… ისე მიყვარს ჯაფარა არ ვიცი რას ვიზამ..

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. Rode
    დეკ 05, 2015 @ 15:29:12

    მე მგონი, აჯობებდა ლი ერთი საოცარი წიგნის ავტორად დარჩენილიყო. ასე უფრო მომხიბვლელად ჟღერს და ჩანს 🙂

    Liked by 2 people

    პასუხი

  3. Author
    დეკ 07, 2015 @ 23:59:35

    არ მიყვარს, გმირების ჩამოყალიბებულ ხასიათს რომ ცვლის ავტორი.
    მადლობა რევიუსთვის, არ წავიკითხავ.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 08, 2015 @ 18:59:51

      დაწერის თარიღის მიხედვით, “საჩვენოდ” შეუცვლია… ალბათ ჰარპერ ლის პირველად გადაწყვეტილებაში “გაგვიმართლა” 🙂

      Like

      პასუხი

  4. tamitumi
    დეკ 10, 2015 @ 19:50:02

    არ წავიკითხავ , არ მინდა გული მეტკინოს

    Liked by 2 people

    პასუხი

  5. Trackback: ამ რომანში ყველა კვდება | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: