როგორ მოვხვდი მარსზე

12033036_475969165917063_3410995867465332952_nრამდენიმე საათის წინ მარსიდან დავბრუნდი… არა, არ შეგეშინდეთ. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან არ ვწერ, არც ნასადან. მშვიდად ვზივარ კომპიუტერთან, თხევად ნატურალურ (!) წვენს მივირთმევ, მყარ (!) შოკოლადს ვაყოლებ და ვცდილობ გიამბოთ როგორ მოვხვდი მარსზე.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთელი მსოფლიო ენდი უირსა და მარკ უოტნიზე ალაპარაკდა. ვერ გეტყვით, რომ სხვების აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუმცა ბევრი სანდო ადამიანის “ჯგუფურ” აღფრთოვანებას, როგორც წესი, “ვამოწმებ”. ჰოდა, გადავშალე წიგნი და მარსზე ამოვყავი თავი… არა, ეს შესაფერისი სიტყვა არ არის. უფრო სწორი იქნება, თუ გეტყვით, რომ პირდაპირ ტრაკში აღმოვჩნდი… ჰო, კარგი, ვიცი, რომ “არალიტერატულ” სიტყვებს ვიყენებ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მარკ უოტნის მსგავსად მარტო დარჩით შუა მარსზე და ჩემსავით ადვილად დაიკიდებთ 🙂 სხვა არც არაფერი დამრჩენია – მარკი ბოტანიკოს-ინჟინერი მაინცაა, ქიმია ცოტათი მაინც ესმის და აგერ უწყლო წითელ პლანეტაზე კარტოფილის წარმოებაც კი გააჩაღა… და მე რას ვიზამ მის ადგილზე? ვერც ვერაფერს… უბრალოდ დამენძრევა… არა, რაღაც თვისებები მეც მექნება – ნასა მთლად მაღლივში ნასწავლი მათემატიკის ხარჯზე არ გამიშვებს მრავალმილიონიან კოსმოსურ მისიაში, თუმცა ვინ იცის… რამდენ დღეს გავქაჩავ დედამიწიდან გამოგზავნილი დახმარების მოლოდინში? ნამდვილად არ ვიცი… ერთი რამ კი ვიცი – თუ ოდესმე მშობლიური პლანეტის დატოვება მომიწევს, თან მრავალფეროვან ლიტერატურულ, მუსიკალურ და ტელე-კოლექციას წავიღებ (მტერმა იკითხა სულ აგათა – მერე რა, თუ მაგარი მწერალია… და პუტინმა უსმინა და უყურა სულ დისკოს / “ცრემლიან” სერიალებს)… და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ რეალურად ვერავინ მიხსნის – იუმორი საიმედოდ უნდა “ავლესო”, ტვინი და ტრაკი უნდა გავანძრიო და წინ დედამიწისკენ!

მე გადავრჩი! მარკ უოტნი? არა, არა, ვერაფერს დამაცდენინებთ. გაიქეცით უახლოეს წიგნის მაღაზიაში და ბათუმელების გამოცემული “მარსელი” შეიძინეთ. არა მგონია, ინანოთ.

P.S. ჰო, და რადგან იუმორის აუცილებლობაზე ვსაუბრობდით, მოდით ერთად გავიცინოთ რუსი მკითხველის “უცნაურ” რევიუზე, რომელმაც ამ წიგნში მხოლოდ საბჭოთა კოსმონავტიკის შეურაცხყოფა და აშშ-ს ყოველმხრივი განდიდება დაინახა 😀 მარკი ხმამაღლა და გულიანად გაიცინებდა 😀

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ამბავი ბოროტი მარსელებისა | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: