ზებულონი… ეს სახელი წლებია გონებიდან არ მშორდება… ზებულონის საშინელი შურისძიების ამბავი 6 წლის მანძილზე მტანჯავდა, მისი სრული ისტორიის წაკითხვა კი მხოლოდ ახლა მოვახერხე… და ამიერიდან ზებულონს ნამდვილად ვერასდროს დავივიწყებ – მისი შურისძიება, სიყვარული და სიკვდილი (არ გასპოილერებთ – ადრე თუ გვიან ყველა კვდება) ყოველთვის ჩემთან იქნება…
ალბათ გაინტერესებთ რა არის ამ წიგნში ასეთი დაუვიწყარი… ეს თავად ზებულონია – კაცი რომელიც ბედისწერის მსხვერპლი გახდა… ან იქნებ საკუთარი თავის… ხალხისა და ქვეყნის ხმას დამორჩილებული ჯერ შურისმაძიებლად იქცა, შემდეგ სიყვარულის უარმყოფელად, ბოლოს კი სიკვდილს დანატრებულ მებრძოლად… მისი ცხოვრება სხვაგვარად რომ წარმართულიყო (უფრო სწორად – წაეყვანა), ზებულონი სახელოვანი მეომარი კი არა, გამოჩენილი სწავლული დადგებოდა (აკი უთხრა იოველ ბატონიშვილმა – საქართველოს ახლა ხმალზე მეტად განათლება სჭირდებაო). იქნებ როგორმე მაინც გადაყროდა ცხოვრების გზაზე იესე ერისთავის შვილიშვილს და მომავალიც განსხვავებული ჰქონოდა… ზოგჯერ ასე ვფიქრობ, ზოგჯერ კი ერთი ფიქრი წამომეპარება ხოლმე – შეეძლო კი ბედისწერის შეცვლა ზებულონს? იქნებ სწორედ ბედისწერის ხმა მიერეკებოდა დაროაშვილების თავშესაფრისკენ, ბრძოლის ველისკენ, კათალიკოსის განმარტოებული ტაძრისკენ, წყაროსთვალისკენ… იქნებ მხოლოდ ბედის ვარსკვლავის ბრალია ყველაფერი და დამნაშავე სხვა არავინაა – არც “მორჩილი” ზებულონი, არც “მსხვერპლის მომლოდინე” საქართველო, არც “ერთსულოვანი” ხალხი და არც ჯემალ ქარჩხაძე, რომელმაც ზებულონს ასეთი ბედი გადაუწყვიტა და ცხოვრება სამ ნაწილად დაუყო – შურისძიებად, სიყვარულად და სიკვდილად…
P.S. თუ ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება გიყვართ, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მგონია, რომ “ზებულონი” და “იგი” ნამდვილად საუკეთესო ნაწარმოებებია (“ქარავანი” დამრჩა წასაკითხი და ამიტომ მასზე ვერაფერს გეტყვით). მერე რა, თუ ერთი ჩვენს შორეულ წინაპრებზე მოგვითხრობს, მეორე კი – სულ რამდენიმე საუკუნის წინ მცხოვრებ ადამიანებზე. მთავარი ხომ იგისა და ზებულონის ცხოვრებაა – ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება…
დეკ 12, 2015 @ 14:43:43
“ქარავანში” დიდი სიამოვნება გელის. შეიძლება, ზემოხსენებულ ორზე მეტადაც მოგეწონოს… “გუბე” ან “დრო” წაგიკითხავს?
LikeLike
დეკ 12, 2015 @ 17:21:38
კი. “ქარავანი” დამრჩა და იმედია, მოლოდინს გაამართლებს 🙂
LikeLike
დეკ 14, 2015 @ 14:00:54
იმედია…
LikeLiked by 1 person
სექ 25, 2017 @ 20:40:46
ძალიან… და კიდევ ბევრ რამეს დაწერდა ალბათ…
LikeLike
დეკ 17, 2015 @ 08:27:29
“ბედნიერების მაძიებელი უფლისწული” ❤
LikeLiked by 1 person
იან 31, 2020 @ 22:41:32
Weeding is one of the most taxing task in a garden or grass.
It takes top quality gardening devices to finish the job right.
There are many specialized stores online that provides a range of weed eaters.
Garden enthusiasts might also have an example demo in order to guarantee its
top quality. Now, on the internet shopping websites can help gardeners to contrast and to order tools without leaving residence.
They provide the most recent trends and also discounts on brand-new as well as previously owned weed eaters.
Northern Celebrity as well as Equipment, Amazon, Walmart
as well as eBay are some on the internet shops that advertise weed
eaters at a nominal price. Several of the top quality devices included online are
as follows:
LikeLike