დროის ხმაური ბოროტების იმპერიაში

“ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,..

…რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს…”

უილიამ შექსპირი – 66-ე სონეტი

12316080_926628834088384_8238583705091529144_nგიფიქრიათ ოდესმე საკუთარ ცხოვრებაზე სხვა ეპოქაში? ალბათ ლიტერატურის დახმარებით ეს ხშირად მომხდარა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ბევრად უფრო მარტივი იმ დროში “გადაბარგებაა”, რომელიც სადღაც შორს კი არ “ხმაურობდა”, არამედ აქ და სულ ახლახანს… თუმცა ვინ იცის, იქნებ მუშკეტერების გვერდით კარდინალის დამქაშებთან მამაცურად ბრძოლა რეალურ ცხოვრებაში გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამაღლება… დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია ასეთი გაუგონარი აბსურდის არსებობა, მაგრამ ის 70 წლის მანძილზე “სუნთქავდა” და მეტიც – ამ დიდ უტოპიაში დიმიტრი შოსტაკოვიჩის მსგავსი ადამიანები ცხოვრობდნენ…

ჯულიან ბარნსის წიგნამდე ჩემთვის დიმიტრი დიმიტრიევიჩი მხოლოდ კარგი კომპოზიტორი გახლდათ (თუმცა, როგორც რიგით მსმენელი, უპირატესობას სტრავინსკის ვანიჭებ), ახლა კი ის ბოროტების იმპერიის მსხვერპლია. ასეთ ადამიანებს ხშირად ვაკრიტიკებ და კოლაბორაციონიზმში ვადანაშაულებ, თუმცა მისტერ ჯულიანმა დამაფიქრა (ვერ ვიტყვი, რომ პირველად) – მაქვს კი ამის უფლება? დიახ, დღეს შოსტაკოვიჩის და სხვათა საქციელი სწორედაც რომ რეჟიმთან გარიგებაა და სხვა არაფერი, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ (რამდენად ვეთანხმებით მთავრობათა გადაწყვეტილებებს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს), ისინი კი ერთ დიდ აბსურდში იყვნენ გამოკეტილნი. ჩვენც რომ სტალინის ეპოქაში გვეცხოვრა, საკუთარი ღირსების შენარჩუნებას ვერ მოვახერხებდით (ერთეულების გამოკლებით) და შოსტაკოვიჩივით ყველაფერს მოვაწერდით ხელს. ნიკიტა მესიმინდის ეპოქაშიც ასევე გავაგრძელებდით, იმიტომ რომ პიროვნების კულტის დაგმობით არაფერი შეცვლილა. დიახ, მოქალაქეები ლიფტთან აღარ ატარებდნენ ღამეებს და ჩალაგებული ჩემოდნებით აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დროის ხმაური კიდევ დიდხანს (კერძოდ სსრკ-ს დანგრევამდე) გამოსცემდა ექოს… ჩვენს მეზობლად (ზოგჯერ აქაც) დღემდე გამოსცემს და ხრენნიკოვებიც ისევ არსებობენ. დიმიტრი დიმიტიევიჩ შოსტაკოვიჩიც ბევრია – დიდი ხელოვანი, რომელმაც ღირსება დაკარგა – უპირველესად საკუთარ თვალში – და სიცოცხლე სიკვდილზე დიდ სასჯელად ექცა… ერთი ეგაა, რომ სანუგეშოდ მუსიკა დარჩა, რომელმაც ბოლო-ბოლო მაინც გადაფარა დროის ხმაური და ისტორიის ჩურჩულად იქცა…

P.S. ეს წიგნი ორიგინალში მხოლოდ 2016 წლის იანვარში გამოვა. ასე რომ, ისარგებლეთ შემთხვევით და ექსკლუზიური თარგმანი მოიძიეთ. “დიოგენემ” ტრადიცია არ დაარღვია და წინასაახალწლოდ სიურპრიზი მოგვიმზადა 🙂 პირადად ჩემთვის ეს განსაკუთრებული საჩუქარია, რადგან ალბათ შეამჩნევდით, რომ საბჭოთა ისტორია გამორჩეულად მაინტერესებს.

P.P.S. სულ ბოლოს მოვუსმინოთ “ბრახაბრუხს” 🙂

Advertisements

4 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Dec 14, 2015 @ 21:14:01

    ლენინგრადის სიმფონიის ხათრითაც არ პატიობ?

    საჩუქარი მართლაც ფანტასტიკურია ^^

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Dec 14, 2015 @ 21:22:44

      შოსტაკოვიჩზე ძალიანაც არ ვიყავი გაბრაზებული 🙂 დღეს ისეთ ხალხს ვხედავ, საბჭოთა ეპოქის კომპოზიტორის (თან კარგის) კომუმიზმით აღფრთოვანება რა მოსატანია… ბარნსმა საერთოდაც მსხვერპლად აქცია ჩემს თვალში.

      Liked by 1 person

      Reply

  2. Trackback: ანტისაბჭოთა ვნებები | კეჟერაძის ბლოგი
  3. მიშო
    May 23, 2017 @ 06:20:05

    Greetings,

    I have some brilliant ideas regarding the issues we’ve discussed last time, please read them here http://event.localstalk.co

    m_mishka

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: