ესეც ასე – კიდევ ერთი წელიც მიიწურა… როგორც ყოველთვის, ეს წელიწადიც ბევრი კარგი და ცუდი სიახლის მომტანი გახლდათ (როგორც მსოფლიო, საქვეყნო თუ პირად ცხოვრებაში, ასევე ლიტრატურულ სამყაროშიც). წინასაახალწლოდ ცუდ ამბებს ნუ გავიხსენებთ (თუმცა დაცარიელებული წიგნის მაღაზია “დიოგენე” რომ გამახსენდება, ხალისი მეკარგება). კარგი რა ცოტა გვქონდა ლიტერატურაში? სულაც არა. გარდა იმისა, რომ “დიოგენე” პრობლემებს არც წელს შეუშინდა და “ამერიკელებისა” და “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ბევრი ახალი წიგნი შემოგვთავაზა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა საგამომცემლო სფეროში – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გაიხსნა. მიუხედავად მცირე “სტაჟისა”, მათ უკვე ძალიან ბევრი განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული წიგნი შემოგვთავაზეს (მხოლოდ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” რად ღირს) და იმედი ვიქონიოთ, რომ “დიოგენესთან” ერთად 2016 წელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი საყვარელი გამომცემლობის სტატუსს 🙂 ეს ორი გამომცემლობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დაფასებას, თუმცა არც სხვებს უნდა დავუკარგოთ შრომა. წელს “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა”, “პალიტრა L”, “ინტელექტი”, “არტანუჯი” და სხვებიც ძალიან აქტიურობდნენ… კარგ სიახლეებზე საუბრის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვახსენო ნობელის კომიტეტის იშვიათად სამართლიანი გადაწყვეტილება – მათ წელს ლიტერატურული პრემია დიდებულ მწერალს – სვეტლანა ალექსიევიჩს – მიანიჭეს. ეს ტიტული არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ასეთი ღირსეული ადამიანის საჯარო დაფასება მაინც სასიხარულოა…
2015 წელზე საუბარი გამიგრძელდა, ამიტომ სასწრაფოდ გადავალ წლის ბოლო – ძალიან სახალისო – მოგზურობაზე. თუ ტერი პრატჩეტისა და ნილ გეიმანის “კარგი ნიშნები” (მგონი, ქართულად ასე იქნება) წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ ჭეშმარიტად წინასაახალწლო საკითხავია. მერე რა, თუ მთავარი თემა ანტიქრისტე და მოახლოებული აპოკალიფსია. სერ ტერი ხომ ის მწერალია, რომლის წიგნებშიც სიკვდილი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. თურმე მისტერ ნილიც არ ჩამოუვარდება და ორივემ ერთად ისეთი დემონები შექმნეს, რომ ლამის ჯოჯოხეთში მომანდომეს წასვლა (საინტერესო საზოგადოების გამო აქამდეც ვფიქრობდი, მაგრამ სიცხეს საერთოდ ვერ ვიტან და ამიტომ გული (თუ სული) მაინც სამოთხისკენ მიმიწევს 😀 ), არა, ანგელოზიც საყვარელია, მაგრამ კროული მაინც ჩემი ფავორიტია ❤ აი, როგორ დასრულდა არმაგედონი და რა ჩაიდინა ანტიქრისტემ თავად უნდა ნახოთ. აქ კიდევ იმდენი მაგარი გმირია… და იმდენი მაგარი ამბავი… 😀
P.S. ახალ წელს გილოცავთ და ბევრ საინტერესო “მოგზაურობას” გისურვებთ! …მე კი წავალ და ისევ დელასა და ჯეიმსის უკვდავ ისტორიას მივუბრუნდები. წლის ბოლო საათებში ო’ჰენრის წაკითხვასა და სკრუჯისა და გრინჩის “მონახულებაზე” უკეთესს ვერაფერს გავაკეთებ 🙂
P.P.S. სულ ბოლოს წლის გამორჩეულ “მოგზაურობებს” გადავხედოთ:
- “ყვავილები ელჯერნონისთვის (რომანი)” – დენიელ კიზი
- “ჩერნობილის ლოცვა” – სვეტლანა ალექსიევიჩი
- “აიას გზა” – ნატო დავითაშვილი
- “თუთიის ბიჭები” – სვეტლანა ალექსიევიჩი
- “ჯერ კიდევ ელისი” – ლიზა ჯენოვა
P.P.P.S. …და რა თქმა უნდა, ახალი წელი კარგი მუსიკის გარეშე ვერ დადგება 🙂
დეკ 30, 2015 @ 21:14:02
მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარი ^^
LikeLike
დეკ 30, 2015 @ 21:22:18
დიდი მადლობა ^_^
LikeLike
დეკ 30, 2015 @ 22:14:25
გილიცავ ახალ წელს და წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებ 🙂
LikeLike
დეკ 30, 2015 @ 22:27:45
დიდი მადლობა 🙂
LikeLike
დეკ 30, 2015 @ 23:42:04
გილოცავ ჩემო კარგო :* 2016-იც ასეთივე და უფრო მეტად ნაყოფიერი გქონდეს ლიტერატურაში 😛 ყოველივე საუკეთესოს გისურვებ 🙂
LikeLike
დეკ 31, 2015 @ 15:46:34
დიდი მადლობა :))
LikeLike
იან 04, 2016 @ 04:06:04
გილოცავ ახალ წელს, ბედნიერება მოეტანოს ამ წელს შენთვის და უფრო მეტი წიგნი წაგეკითხვინოოს :))
მე აქ კი ისე აღარ ვაქტიურობ, თუმცა ერთი “საახალწლო” პოსტი მეც მომანდომე ახლა 😀 ❤
LikeLike
იან 04, 2016 @ 16:44:04
მადლობა 🙂
LikeLiked by 1 person