Let it Snow!

12342659_10153311771439211_5013791620832242528_nახალი წელიც დადგა… დასავლეთში დიდთოვლობასა და თბილისში თითქმის “უთოვლობას” თუ არ ჩავთვლით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ტრადიციული “ლიტერატურული” წელიც დაიწყო. მეც არ დავაყოვნე და როგორც კი ბავშვები, გოზინაყი და ღვინით სავსე სასმისი გავუშვი ხელიდან, მაშინვე წიგნი გადავშალე და გზას გავუდექი 🙂

…და პირველი რაც გავიფიქრე ეს იყო – რას ვიზამდი უცებ აქაც ისე რომ მოეთოვა, როგორც გრეისთაუნში? ალბათ შინ დავრჩებოდი და ფილმებს ვუყურებდი, ან წიგნს წავიკითხავდი. სახლიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდი, ბანკის რომელიმე თანამშრომელს ღმერთი რომ გასწყრომოდა და მაინცდამაინც ასეთ ქარბუქში მოესურვებინა შვებულებაში გასვლა 🙂 ჯუბილის მსგავსად მატარებელში თუ ამოვყოფდი თავს, ფეხს არავითარ შემთხვევაში არ გავადგამდი გარეთ… და ძალიანაც შევცდებოდი 🙂 რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება, შემთხვევითობები არ არსებობს. ცხოვრებაში ყველაფერი გარკვეული მიზნით ხდება – მშობლები ერთი შეხედვით უაზრო სახელს გარქმევენ, უკვე თინეიჯერი რომ ხარ, მათ სრულიად სულელური მიზეზით აპატიმრებენ, მატარებელიც მაინცდამაინც მაშინ ხვდება გაუვალ თოვლში და სტიუარტისნაირი ბიჭიც სწორედ მაშინ შემოვა შენობაში, როცა შენ ვაფლებითა და სითბოთი მოხიბლული ზუსტად იქ შეხვალ… შობის ღამეს ყველაფერი ხდება (სხვა დროსაც). არ გჯერათ? მორინ ჯონსონს ჰკითხეთ (სამი ამბიდან ეს ყველაზე მეტად მომეწონა. ალბათ, მიუხედავად ჩემი “მყვირალა” არარომანტიკულობისა, ჩემში მაინც ცოცხლობს თინეიჯერი გოგონა) 🙂

კიდევ რა შეიძლება მოხდეს ჯადოსნურ ღამეს? რა და, შეიძლება მიხვდე, რომ ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება საუკეთესო ძმაკაცი გეგონა, სულ სხვანაირად გიყურებს და შენც ანალოგიური გრძნობა გაქვს. მის გამო შეიძლება მრავალი კილომეტრიც გაიარო და მრავალი თავგადასავალიც გადგხდეს… მის გამო – აბა “შპაგატში” ჩამჯდარი გოგონების ან თუნდაც გემრიელი ვაფლის გამო ხომ არა…

კიდევ შეიძლება გოჭი “გადაარჩინო” და ამაში იპოვო სიხარული. მერე რა, თუ იმ ბიჭს არ უყვარხარ, რომელიც შენ გიყვარს. შობის ღამეს ისიც აუცილებლად მიხვდება, რომ სინამდვილეში სწორედ შენ ხარ მისი ნამდვილი სიყვარული… ასე ხდება, როცა გჯერა და უკან არ იხევ…

P.S. წიგნის ქართული თარგმანი სულ ცოტა ხნის წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა. ასე რომ, მოიძიეთ. საახლწლო მისვლა-მოსვლით დაღლილები კარგად დაისვენებთ 🙂

P.S. სულ ბოლოს კი ძალიან კარგ სიმღერას მოვუსმინოთ:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: