შობა მარჩებთან ერთად

შობა დიდი დღესასწაულია… ძალიან დიდი დღესასწაული… ევროპასა და ამერიკაში 25 დეკემბერს ყველა განსაკუთრებული სიხარულით ხვდება (ჩვენ რატომ აღვნიშნავთ ამ დღეს 7 იანვარს, ცოტა არ იყოს და გაუგებარია, მაგრამ ამაზე სხვა დროს) – მათ შორის მარჩებიც…

მარჩები მე-19 საუკუნის ამერიკაში ცხოვრობდნენ. მამა ომში წავიდა, დედა კი ოთხ Little-Women-1933-poster ქალიშვილთან ერთად შინ დარჩა… მერედა რა დედა (ნამდვილი დედის ეტალონი) და რა განსხვავებული ქალიშვილები შექმნა ლუიზა მეი ოლკოტმა (უფრო სწორად, საკუთარი ოჯახის მაგალითზე გამოძერწა) – რომანტიკული მეგი, “ფემინისტი” ჯო, მორიდებული ბესი და ზრდილობიანი ემი… ბევრი მას ზედმეტად წესიერი გმირების შექმნაში “ადანაშაულებს”, თუმცა, მე თუ მკითხავთ სულაც არ არის ასე. მეგი ცოტათი ამპარტავანია, ჯო – თავნება, ემი კი – ეშმაკი. თუმცა ისინი ამ თვისებების დაძლევას ცდილობენ და საქმეც სწორედ ამაშია… სწორედ ამიტომ არის ასეთი სასიამოვნო საკითხავი მარჩების ამბავი – პატარა ქალების ამბავი, რომლებმაც შობას მოგვობა გადაწყვიტეს და მას შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ წინ… წინ მამის დაბრუნებისკენ, პირადი ბედნიერებისკენ…

P.S. ვინ თქვა, რომ ეს წიგნი საბავშვოა და ზრდასრულ ადამიანებს არ მოეწონებათო? პირიქით – ჭეშმარიტი სადღესასწაულო წიგნია. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, სცადეთ. კარგად დაისვენებთ 🙂

1 Comment (+add yours?)

  1. RockerMeloman
    Jan 12, 2016 @ 22:21:48

    როგორ მიყვარს ეს წიგნი ❤ 🙂

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: