შობა პუაროსთან ერთად

16349[1]ნათქვამია, შობა-ახალი წელი კარგ საზოგადოებაში უნდა გაატარო და მთელი წელიწადი კარგი იქნებაო… და პუაროზე უკეთესი კომპანიონი გეგულებათ ლიტერატურულ სამყაროში? პირადად მე არა. ჰოდა, სასწრაფოდ ჩავალაგე ზურგჩანთა და ინგლისში გავემგზავრე.

თავად ბატონი პუარო უხალისოდ ჩაერთო შობისთვის არცთუ შესაფერისი დანაშაულებების გამოძიებაში. თავდაპირველად მოკლული მილიონერის იმქვეყნად გამსტუმრებლის აღმოჩენა განიზრახა და ბოლომდე დაბნეულ მდგომარეობაში მამყოფებდა – დროზე ადრე ვერაფრით მივხვდი, რომელი შვილი გახლდათ მისი მკვლელი. ან იქნებ რძალი… ან შვილიშვილი… ან მსახური… ან სულაც უცხო ადამიანი. მსხვერპლი ისეთი აუტანელი ვინმე ბრძანდებოდა, რომ ნამდვილი ადამიანი რომ ყოფილიყო, იქნებ ჩემი ნაქები სიმშვიდეც კი გადაეწონა და ჩემი ხელით დაელია სული 🙂  მოკლედ, ამ საქმეს მხოლოდ პუარო თუ გახსნიდა… ნუ, იქნებ ჰოლმსიც 🙂

მეორე საქმე (უფრო სწორად კი, საქმეების კრებული) ბევრად უფრო მარტივი მეჩვენა. საშობაო 690146[1]პუდინგის თავგადასავალი ძალიან ადვილად გავშიფრე და ამაყად “გავიფხორე” – მაშინვე ვიფიქრე, რომ მაგარი გამომძიებელი ვარ. დამნაშავე ზუსტად ის აღმოჩნდა, ვინც პირველივე გვერდზე მოვნათლე ბოროტმოქმედად… არც სხვა (არასაშობაო) მოთხრობებში გამიჭირდა ჭეშმარიტების დადგენა. რას ვიზამთ – ზოგჯერ პუაროსაც ხვდება ადვილი საქმეები და მისის აგათაც წერს ნაკლებად ჩამთრევ წიგნებს 🙂

P.S. ქართულად ეს წიგნები არ შემხვედრია. ზოგადად პუაროს თავგადასავლებიდან ნაკლებად პოპულარული ამბებია. არადა, მე თუ მკითხავთ, გამოსატოვებელი ისტორიები არ არის (განსაკუთრებით პირველი).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: