,,ფსიქიატრიული – საქართველოა, გიჟები – ჩვენ ვართ ყველაო“.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფსიქიატრიულში! აქ ათასგვარ “გიჟს” ნახავთ, მაგრამ ერთი მათგანი მაინც გამორჩეულია. ის მხოლოდ დათო კი არ არის, არამედ Lucky-ც, დემოც შეიქნა და ფუკოც გახდა, ხან რაციონალურია და ხანაც შეშლილი. არა, არ გეგონოთ, რომ მას რაღაც “ბილი მილიგანისეული” სჭირს. საქმე სულ სხვანაირადაა. ფუკო (სიმარტივისთვის ასე მოვიხსენიოთ) “ორსული იმპერიის” შვილია და ცხოვრებაც “ნიუ-ბაბილონური” აქვს – წამლითა და “უსასრულო” მონობით გაჟღენთილი ყოფა. სანამ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოვა, გრძელი გზა აქვს გასავლელი, ძალიან გრძელი. არჩევანიც რთულია – ან უღიმღამო ადამიანთა კლექტივს უნდა შეუერთდეს, ან უნდა გაიქცეს… ანაც მესამე გზა უნდა აირჩიოს – პროტესტი. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, ნელ-ნელა უნდა წავიდეს წინ, “მეები” მოაკვდინოს და მხოლოდ მაშინ აირჩიოს ჭეშმარიტი ბილიკი, როცა უმაღლეს საფეხურს მიაღწევს… და თუ ის ასე მოიქცევა, აუცილებლად მიაღწევს თავისუფლებას – სიკვდილთან მიახლოებით, შიშის დაძლევითა (იქნებ დამარცხებითაც) და საოცარი სიმტკიცით დააღწევს თავს ტოტალიტარიზმს. ასე მოიქცევა ფუკო და მაგალითს მოგვცემს, ნათლად დაგვანახებს, რომ “ფუკოს ქანქარასავით უჩუმრად, ბევრი ყვირილის გარეშე, უნდა გადაიხარო და ქანაობა დაიწყო, ხოლო სიბრტყე რომელშიც შენ ირხევი, ნელა, მაგრამ განუხრელად დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით – ავტორიტეტების, კოლექტივისა და მეგობართა ჩვეული წრის საპირისპირო უნდა იყოს. დაიღლები – შეისვენე, გინდ უკან დაიხიე – რხევათა ცენტრისკენ დაბრუნდი და მერე გააგრძელე, მაგრამ აუცილებლად გააგრძელე!.. თუ ბევრს და ხანგრძლივად იქანავებ, შეიძლება გაგიმართლოს – დროთა განმავლობაში ღერძთან დამაკავშირებელი ჯაჭვი გაცვდება, შემდეგ ის გაწყდება, შენ კი არწივივით ცაში აიჭრები და ჰაერში ილივლივებ…”
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა “საქართველოს მაცნემ” და, მე თუ მკითხავთ, ფრიად სასარგებლო საქმეც გააკეთა. ფუკო ნამდვილად მისაბაძი ადამიანია, განსაკუთრებით ჩვენს ყოფაში… დიახ, ადვილი არ არის მის მსგავსად ცხოვრება და არც არის აუცილებელი. ყველას ჩვენი პირადი გზა გვაქვს. უბრალოდ მისი სწორად არჩევაა საჭირო. მხოლოდ ასე შეიძლება იმ მენტალური ოკუპაციისგან თავის დაღწევა, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია გვბორკავს… მხოლოდ ასე გამოვაღწევთ ფსიქიატრიულის კედლებიდან და ბოლოსდაბოლოს დავინახავთ ნანატრ მზეს, მთელი არსებით შევისუნთქავთ სუფთა ჰაერს… და შევუერთდებით მარადისობას!
P.P.S. ბოლოს ჩანაწერსაც ვუყუროთ. სამწუხაროდ, მიუხედავად დიდი სურვილისა, პრეზენტაციას ვერ მივუსწარი, თუმცა თუ ჩემსავით სამსახურიდან ვერ გამოაღწიეთ (ან სხვა გეგმა გქონდათ ამ დროისთვის… ან სულაც არ იცოდით, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ასეთ კარგ წიგნზე საუბრობდნენ), შეგიძლიათ ასეთი ფორმით მაინც უყუროთ 🙂
იან 19, 2016 @ 11:00:29
ნათია, დიდი მადლობა!
LikeLike
იან 19, 2016 @ 20:41:22
პირიქით, მადლობა კარგი წიგნისთვის 🙂
LikeLiked by 1 person
იან 01, 2017 @ 01:30:32
Hi,
There is a letter that came to me as a complete surprise, you may find it interesting, please read it here
m_mishka
LikeLike