თოვლიანი ქალაქი წყალზე

„ეს წიგნი დავწერე ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს; ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია და, მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა; ვისაც ბევრჯერ დაუძლევია შიში და არასოდეს უთქვამს უარი საკუთარ თავზე. „ქალაქი წყალზე“ დავწერე ყველა ბიჭისთვის, ვისაც ჰყოფნის სიყვარული, ამბიცია და სიამაყე, გვერდით ძლიერი გოგო ჰყავდეს, თუმცა, ალბათ, იმ ბიჭებისთვისაც დავწერე, რომლებსაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად, ბიძგი სჭირდებათ. უფრო მეტიც – დავწერე იმ ბიჭებისთვისაც, ვინც მცდარი ნაბიჯი უკვე გადადგეს!“ – სალომე ბენიძე

11224216_473851942795452_6309627038054673386_nწყლით გარშემორტყმულ ქალაქში (რომელიც კითხვისას გამუდმებით დათოვლილად წარმომედგინა) ქალები ცხოვრობენ… ერთი შეხედვით მათ საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ბოლოს თითოეული მათგანის ცხოვრება მისტიკური ძაფებით უკავშირდება სხვების წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა და მარია სულ სხვადასხვაგვარნი არიან, თუმცა ანა-ულრიკეს ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება და თითქოს შვიდი ქალი ერთიანდება… ისინი ერთიანდებიან ერთი რამისთვის – რათა უთხრან ყველას, რომ ყველაფერი ხდება – შეიძლება უამრავი რამ გადაგხდეს თავს, მაგრამ მაინც არასდროს უნდა დანებდე. წინ ყოველთვის არის რაღაც – ახალი და ამჯერად ნამდვილი სიყვარული, საკაცობრიო მნიშვნელობის მიზანი ან სულაც უბრალოდ რაღაც გაურკვეველი ნათელი წერტილი. ცხოვრების თავიდან დაწყება ყოველთვის ღირს და შიში არ ნიშნავს დასასრულს. მთავარი მისი დაძლევაა… მთავარია საყვარელი ადამიანის დაკარგვისას თუ სხვა “გადაულახავი” ბარიერის წინაშე მოხვედრისას ფარ-ხმალი არ დავყაროთ და მხრებში გამართულებმა განვაგრძოთ გზა… მაგარი გოგოები ასე იქცევიან. ეს წიგნი კი სწორედ მათზეა – ჩვეულებივ მაგარ გოგოებზე…

P.S. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიას პროზა მირჩევნია, ამ წიგნის მთავარ სილამაზედ მაინც საოცარი პოეტურობა მიმაჩნია 🙂 ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო გარეკანის დიზაინი და ილუსტრაციები. მგონია, რომ თათია ნადარეიშვილის ნამუშევრების გარეშე წიგნი სრულყოფილი ვერ იქნებოდა 🙂 …თქვენ კი გირჩევთ, რომ ბათუმელების ეს წიგნი მოიძიოთ. მოცულობით ძალიან პატარაა და ვფრთხილობ, რომ ზედმეტი არაფერი წამომცდეს, თუმცა იმას კი აუცილებლად გეტყვით, რომ თუ თქვენი გემოვნება ჩემსას ემთხვევა, მაშინ რამდენიმე საათს სასიამოვნოდ გაატარებთ 🙂

2 Comments (+add yours?)

  1. mymysterious1
    იან 22, 2016 @ 21:18:49

    მეც ძალიან ვისიამოვნე. ამოვიცანი საკუთარი თავი ბევრ ეპიზოდში. გულში ჩამწვდა…. ამოუსუნთქავად ჩასაკითხი წიგნია.. 🙂

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. tamitumi
    იან 23, 2016 @ 14:44:06

    ეს წიგნი მართლაც ჩვეულებრივ მაგარ გოგოებზეა ❤ სალომეს გადასარევი დებიუტი პროზაში ❤

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: