სიყვარული ბრაზილიაში

11664[1]კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრაზილიაში – ქვეყანაში, რომელიც ერთდროულად რომანტიკულიც არის და კრიმინალის მორევში ჩაძირულიც! კოპაკაბანის სანაპიროზე ტრისტაო და იზაბელი გელიან. მეძავის ვაჟი ქუჩის ბიჭისა და გავლენიანი მამის ერთადერთი ქალიშვილის გზები არ უნდა გადაკვეთილიყო, თუმცა ბედისწერა მოულოდნელ შეხვედრას გვთავაზობს და ორ ადამიანს სამუდამოდ აკავშირებს ერთმანეთთან. მათ წინ უამრავი განსაცდელი ელით და მათთან ერთად ჩვენც. ყოველ წამს ვფიქრობთ, რომ სიყვარული დასრულდება – ან “აღვირახსნილი” ვნება ამოიწურება, ან შიმშილი, სიღარიბე და ოჯახის წევრები მოუღებენ ბოლოს “შავ-თეთრ” (ამ შემთხვევაში კანის ფერს არ ვგულისხმობ) ურთიერთობას… სულ გვგონია, რომ ბასრი სამართებელი გადაჭრის ტრისტაოსა და იზაბელის გულებს შორის გაბმულ უხილავ ძაფებს, მაგრამ აპდაიკის ჩანაფიქრი სულ სხვაგვარია. მის მიერ შექმნილი ამბავი (განსაკუთრებით კი ფინალი) ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე ტრისტანისა და იზოლდას ისტორია. ცხოვრება ხომ ლეგენდა არ არის. შეიძლება სიყვარულისთვის ყველაფერი დათმო – უმანკოება, სიმდიდრე, ნათესავები, სწავლა, სამსახური, შვილები, თავისუფლება, მაგრამ დასასრული მაინც ისეთი იქნება, როგორიც ბედისწერის უხილავმა ხელმა გამოძერწა – ბედნიერი ან უბედური, მაგრამ ნამდვილი…

P.S. მე მაინც მგონია, რომ ბრაზილია ამადუს “საქმეა” 🙂 თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აპდაიკის წიგნი არ უნდა მოიძიოთ. პირიქით, თუ ბატონ ჟორჟის იცნობთ და აფასებთ, “დიოგენეს” “ამერიკელების” ეს წიგნი უფრო სწრაფად უნდა გადაშალოთ. ხომ უნდა შეადაროთ და ნახოთ, თქვენ “რომელი” ბრაზილია გირჩევნიათ 🙂

P.P.S. სულ ბოლოს ბრაზილიურ სამბას მოვუსმინოთ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: