ცუდი გოგოსა და კარგი ბიჭის ოინები

7265759720[1]როგორ ფიქრობთ, არსებობენ იდეალური წყვილები? მე ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს, თუმცა აქვს მარიო ვარგას ლიოსას – მისთვის კარგი წყვილი სადისტი და მაზოხისტია… დიახ, არ ვაჭარბებ. ცუდი გოგო სადისტია, კარგი ბიჭი კი – მაზოხისტი. მათ მრავალწლიან ურთიერთობას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. მაშინ, როცა ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მოსკოვი, რომი, ვენა, ჰავანა და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკურ “მიწისძვრას” განიცდიდა, მხოლოდ ტკივილის მიყენებისა და ტკივილის განცდის მოყვარულებს შეეძლოთ ასეთი “რომანის” გაბმა… ან შეიძლება მე არ მესმის მათი – არ მესმის რატომ უნდა მიატოვო რიკარდოსნარი კაცი (ამდენჯერ) მხოლოდ იმიტომ, რომ ფუფუნებაზე ოცნებობ, ან რატომ უნდა დააბრუნო შენს ცხოვრებაში ქალი, რომელმაც უთვალავჯერ მიგატოვა…  რატომ უნდა დაინგრიო ცხოვრება და დაუნგრიო სხვასაც? არ ვიცი… არ ვიცი რატომ ხდება ასე… მაგრამ ხომ ხდება…

P.S. ჩემთვის მარიო ისევ ცუდ ბიჭად რჩება 🙂 თქვენ კი დაიტერესების შემთხვევაში წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი გამომცემლობა “ინტელექტმა” შემოგვთავაზა.

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. salomeaa
    Feb 22, 2016 @ 11:25:37

    ყოველთვის, როცა საერთაშორისო კონფერენციას ან სემინარს ვესწრები და თარჯიმნებს ვუყურებ ეს წიგნი მახსენდება. მახსენდება ცუდი გოგო, მისი ოინები და გაგიკვირდება და მე მესმის ამ ზოგჯერ ,,გულისამრევი” და ზოგჯერ ტკივილით სავსე სიყვარულის.

    Liked by 1 person

    Reply

  2. Ninutsa Okropiridze-Kruczynski
    Dec 15, 2016 @ 15:24:52

    მე კიდევ პირიქით, ძალიან, ძალიან კარგად მესმის “ცუდი გოგოსი” და ცოტათი კარგი ბიჭისაც მესმის

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: