თვითმკვლელობის 13 მიზეზი

12002772_474660882714558_1820706320597194626_nოდესმე გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე? გამოგიტყდებით და, მიუხედავად ბევრი გამარჯვებისა და დამარცხებისა (ცხოვრება ხომ ყოველთვის სავსეა აღმაფრენითა და დაცემით – ნებისმიერ ასაკში), მე ასეთი გადაწყვეტილების შესაძლებლობა არც კი დამიშვია… თუმცა ჰანა ბეიკერმა გადადგა საბედისწერო ნაბიჯი – მან სუიციდი აირჩია… რისი გამოვლინებაა ეს – უსაზღვრო სიმამაცის თუ საშინელი სიმხდალის? ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ იმას კი დარწმუნებით გეტყვით, რომ ჯეი აშერმა ეს წიგნი სულ სხვა რამის გამო დაწერა – მან შექმნა სახელმძღვანელო მათთვის, ვინც თავს არასდროს მოიკლავს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მათ გამო სხვებს შესძულდეთ სიცოცხლე… არა, ამაში მაინცდამაინც რაღაც კრიმინალური არ იგულისხმება. ჰანა, უფრო სწორად კი – კასეტებზე ჩაწერილი მისი ხმა, იმიტომ არ დაბრუნებულა, რომ რაიმე დანაშაული გახსნას. მან მხოლოდ იმიტომ დატოვა ხმოვანი მემკვიდრეობა, რომ ყველას ენახა, თუ როგორ გარდაიქმნება დიდ თოვლის გუნდად ყოველდღიური ( თითქოს წვრილმანი) უსიამოვნებები და როგორ იჩეხება პატარა გოგო უფსკრულში – უბრალოდ ვეღარ უძლებს ჭორებს, უყურადღებობას, გულგრილობას, უსამართლობას. ამაზე კი არავინ ფიქრობს – არავინ უკვირდება საკუთარ საქციელს. არადა რამხელა მნიშვნელობა აქვს მშობლის, კლასელის, მასწავლებლის ერთ სიტყვას, ღიმილს… თითოეული წინადადება და ჟესტი ყველაფერს წყვეტს – წინ ან ნათელი მომავალი იქნება, ან არაფერი…

P.S. მგონი, ეს წიგნი ბევრმა უნდა წაიკითხოს – იქნებ შევძლოთ და შევცვალოთ ჰანასნაირი ახალგაზრდების ცხოვრება… ბედად ბათუმელებმა ქართული თარგმანიც შემოგვთავაზეს.

P.P.S. ჰო მართლა, ბარემ ვისარგებლოთ შემთხვევით და ჩვენს საყვაელ გამომცემლობას პირველი დაბადების დღე მივულოცოთ 🙂 ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთი წლისთვის მათ ძალიან ძალიან ბევრი მაგარი წიგნი გვაჩუქეს 🙂

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Books Heaven
    Feb 19, 2016 @ 23:25:42

    ამ წიგნის წაკითხვას ეხლა ვაპირებ … საინტერესო მიმოხილვაა ^_^

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: