ბიჭი-საოცრება

12249821_10153281767034211_8096760065151893117_nგაიცანით  ავგუსტ პულმანი – საოცარი ბიჭი! არა, არ გეგონოთ, რომ ამას მისი მრავალმხრივი სამედიცინო პათოლოგიების გამო ვამბობ. ავი სულ სხვა რამის გამოა ბიჭი-საოცრება. ის უბრალოდ ძალიან მამაცი ბიჭია საოცარი მშობლებით, დით, მეგობრებითა და მასწავლებლებით. რა არის მათში ასეთი საოცარი? ახლავე გიამბობთ.

ავგუსტი საოცარი ბიჭია, იმიტომ რომ არაფრის ეშინია. მერე რა, თუ “უცნაური” გარეგნობა აქვს. ის მაინც ახერხებს სიცოცხლით ტკბობას და უკან არასდროს იხევს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ირგვლივ ასეთი საოცარი ადამიანები ჰყავს.

ავგუსტის მშობლები საოცარი ადამიანები არიან, იმიტომ რომ დაუნდობელ სამყაროში, რომელშიც განსხვავებულ შვილებს მალავენ, ისინი ამაყობენ ვაჟით და მეტიც – ცდილობენ, რომ ავიმ სავსე ცხოვრებით იცხოვროს.

ავგუსტის და საოცარი გოგოა, იმიტომ რომ თავისი ასაკისთვის დამახასიათებელ ეგოიზმს ამარცხებს და ძმაზე ზრუნავს.

ავგუსტის მეგობრები საოცარი ბავშვები არიან, იმიტომ რომ მეგობრობენ ბიჭთან, რომელიც სხვაგვარ გარემოში აუცილებლად გარიყული იქნებოდა.

ავგუსტის მასწავლებლები საოცარი პედაგოგები არიან, იმიტომ რომ ყურს არ უგდებენ მოარულ ხმებს და ყველა ღონეს ხმარობენ ნიჭიერი მოსწავლის დასახმარებლად.

აი, ასეთი მაგარი ადამიანებითაა გარშემორტყმული ავგუსტი. და იცით რატომ? იმიტომ, რომ თვითონ არის ძალიან კეთილი. სიკეთე კი უპასუხოდ არასდროს რჩება. კეთილი ადამიანები სამუდამოდ ცვლიან საკუთარ და სხვების ცხოვრებას. სიკეთე ხომ ყოველთვის იმარჯვებს. შეიძლება ზოგჯერ გვეგონოს, რომ ასე არ არის, მაგრამ სულ ცოტაოდენი მოთმინებაც საკმარისია საპირისპიროში დასარწმუნებლად…

P.S. ალბათ ეს წიგნი საბავშვო საკითხავად ითვლება, თუმცა მგონია, რომ “ბაკურ სულაკაურის გამოცმემლობის” თარგმანი ყველამ უნდა წაიკითხოს – სკოლაში ახლადშესულმა ბავშვებმაც, მათმა მშობლებმაც, მასწავლებლებმაც… უკლებლივ ყველამ უნდა წაიკითხოს. იქნებ ავგუსტმა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება… იქნებ მოახერხოს და სხვების მსგავსად ჩვენც გვაქციოს საოცარ ადამიანებად…

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: მელოდის გონების მიღმა | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: