ქარავანი მიდის…

“ჩვენ განუწყვეტლივ მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის სადაც დავტოვეთ.”

ჯემალ ქარჩხაძეზე ხშირად გიყვებით. თანამედროვეობაში (ამ შემთხვევაში მხოლოდ ცოცხალ მწერლებს არ ვგულისხმობ) ასეთი მწერალი ცოტა თუ მეგულება და იმიტომ… მისი მოთხრობები, “იგი” (რომელიც უბრალო მოთხრობაზე მეტი მგონია), “მდგმური”, “ანტონიო და დავითი” და “ზებულონი” ობიექტურად დიდებული ნაწარმოებებია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “ქარავანი” მისი შემოქმედების გვირგვინია. არა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს მირჩევნია. უბრალოდ ყოვლისმომცველია, როგორც “სამოსელი პირველი”

აბელი ჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი (იქნებ თქვენი თავიც კი ამოიცნოთ მასში – როგორც დომენიკოში)… მის ცხოვრებას ბავშვობიდან ზრდასრულობამდე მივყვებით და მასთან ერთად ვაკვირდებით კადრებად ქცეულ სახეებს – პაპას,მირიანს, უკლებას, გედეონ რევიას, სამსონს და სხვებს. თითოეული სახე რაღაცას ცვლის და აბელიც აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მათთან შეხვედრამდე იყო. მისი ცხოვრების ქარავანი მიდის ბავშვობის სოფლიდან თბილისის ძველ სახლამდე, თბილისის ძველი სახლიდან ახალ სახლამდე, ახალი სახლიდან სკოლამდე, სკოლიდან ფიზიკის ფაკულტეტამდე, ფიზიკის ფაკულტეტიდან თეატრალურამდე, თეატრალურიდან პროვინციამდე, პროვინციიდან თბილისამდე, თბილისიდან პროვინციამდე… ქარავანი მიდის და აბელიც მიუყვება გზას წარსულიდან მომავლისაკენ. მერე რა, თუ წარსული გაუნძრევლად დგას სადღაც უკან… აბელის ქარავანი მაინც წინ მიდის…

P.S. ვერ გეტყვით, რომ ეს წიგნი მარტივად მოვიძიე, თუმცა ყველა წიგნს ხომ თავისი დრო აქვს 🙂 ასე რომ, თუ დაინტერესდით, აუცილებლად აღმოაჩენთ ძველ გამოცემას, “ქარჩხაძის გამომცემლობის” მიერ შემოთავაზებულს ან სულაც ჩემსავით “საბას” მიმართავთ. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი – “ქარავანი” ძალიან კარგი მწერლის ძალიან კარგი წიგნია – უამრავი ოსტატურად დახატული პერსონაჟით (თავად თუ არ ნახეთ, ბოლომდე ვერ მიხვდებით) და ძველი, მაგრამ უცვეთი ამბით პიროვნების ჩამოყალიბებაზე, იმაზე, თუ როგორ ეძებს ის საკუთარ თავს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: