მეცამეტე

დათო ტურაშვილი ის მწერალია, ყველა ამბავს გემრიელად რომ გვიამბობს ხოლმე (აკასი არ იყოს) – ზოგჯერ წიგნის ფურცლებიდან, ზოგჯერ კი ვერბალურად. რაზეც უნდა წერდეს (საუბრობდეს) – თვითმფრინავის ბიჭებზე, დავით აღმაშენებელზე, ტიბეტზე, ამერიკულ თავგადასავლებზე, გურჯ ხათუნზე, მეძავებზე, ჩაძირულ ქალაქზე, ფეხბურთზე, ეროვნულ მოძრაობასა თუ ემიგრაციაზე – მაინც დიდებულად გამოსდის. მის ძველ კრებულ “მეცამეტეს” თუ გადაშლით, ამაში აუცილებლად დარწმუნდებით, უეჭველად მიხვდებით, რომ დათოს შეუძლია ერთნაირად წეროს ირლანდიელ ტერორისტზე, რუს ჯარისკაცზე, ვეფხისტყაოსანზე, აგვისტოს ომზე, კურტ ვონეგუტზე, დიდგორის ბრძოლაზე, კალაბრიელ მწერალზე, ესპანელებსა და კორიდაზე, ნილ არმსტრონგზე, კოსმონავტ ძაღლებზე, ეტგარ კერეტზე, სამშობლოში ხეტიალზე, სიკვდილის სუნზე, ზღვაზე, კატმანდუზე, მიხალკოვის “ტრადიციულ” გამოხტომაზე, ვისოცკისა და ლამას დიალოგზე, ფრანკოს “უკანასკნელ ტანგოზე”, ირაკლი ჩარკვიანზე, მსოფლიოს მერვე საოცრებაზე, რომელიც ჩვენს მეზობლადაა, კოლომბიაზე, კუბელებზე, ჰემინგუეის საყვარელ კაფეზე, რუსი იმპერატორის სილამაზით მოხიბლულ პოლონელ ქალზე, მარკესის მოსწრებულ ნათქვამზე, ისტორიულ სახლზე კარდენახში, ჯეკ კერუაკზე, ჯო ზავინულისა და ჯო კოკერის ფანებზე, “უცნაურ” განათლებასა და “განათლებულ” ქართველებზე, პანკისზე, აწყურზე, თელავზე, მთათუშეთსა და ქიზიყზე, ძალიან ლამაზ გოგოზე, სოკოს მოყვარულ რუს გენერალზე, სტალინის ვიზიტზე ნაძალადევში, ტეტჩერსა და ელცინზე, ცხოველთა მეფეზე, იმერულ “მარკეტინგსა” და ანა-მარიაზე… ადვილი არ არის, მოკლედ წერო ყველაფერზე და თან კარგად გამოგივიდეს… კარგი მწერლობაც ესაა, არა?

P.S. “სიესტას” ეს წიგნი დიდი ხანია აღარ გამოდის, თუმცა ბევრი მოთხრობა შემდეგ სხვა კრებულებში დაიბეჭდა. თუ სწორედ ამ ვერსიას ეძებთ, მაშინ შეგიძლიათ “საბას” ესტუმროთ და ელექტრონული ვერსია შეიძინოთ.

P.P.S. სულ ბოლოს ირაკლი ჩარკვიანს მოვუსმინოთ. კარგი მუსიკა ყოველთვის დროულია…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: