მარადისობის აღსასრული

სიტყვა მარადისობა დროის უსასრულო პერიოდს ნიშნავს. უსასრულობა კი ვერ დასრულდება… თუმცა ვინ იცის? აიზეკ აზიმოვის სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია – მათ შორის მარადისობის აღსასრულიც…

მერე რა , თუ დროში მოგზაურობა გაცვეთილი თემაა. მერწმუნეთ, მისტერ აიზეკივით ვერავინ გიამბობთ დროთა აღრევაზე. სხვა ვერავინ შექმნის სივრცეს, რომელსაც დრო არ აქვს და რეალობას, რომელიც მუდმივად იცვლება. არადა აქ სწორედ ეს ხდება – “მარადიულები” თავისუფლად გადაადგილდებიან დროში და ცვლიან მოვლენებს, რომლებიც კაცობირობას დაღუპვას უქადის… მაგრამ რამდენად სწორია ეს? იქნებ აჯობებს, რომ ადამიანებმა თავიანთ შეცდომებზე ისწავლონ და ისე წავიდნენ წინ? ან იქნებ პირიქით – მათი დაცვაა უმჯობესი? ეს ალბათ თავად უნდა გადაწყვიტოთ. მე კი პირველ მოსაზრებას ვეთანხმები. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩვენს არეულ დროში ცხოვრება მირჩევნია “მარადიულობას”. თუნდაც აქ ატომური ომი მელოდეს… სამაგიეროდ არ ვიცხოვრებ კასტებად დაყოფილ სამყაროში, რომელშიც ტექნიკოსობა სირცხვილად ითვლება. ჰარლანივით დანაშაულად არ ჩამეთვლება სიყვარული და არ დავდგები არჩევანის წინაშე – მარადისობის აღსასრული ვამჯობინო თუ სიყვარულის?

P.S. მგონი, ეს წიგნი ჟანრის ყველა მოყვარულმა უნდა წაიკითხოს (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა). საწუხაროდ, ბოლო დროს აღარ გამოსცემენ, თუმცა სურვილის შემთხვევაში “ნაკადულის” ძველ გამოცემას მოიძიებთ.

P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან სამი წლის თავზე უკვე გვაქვს ქართული თარგმანი, რომელიც ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: