მომავლის სამყარო დიკისგან

მომავლის სამყაროზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? თუ სამეცნიერო ფანტასტიკა გიზიდავთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. მათ შორის იქნებოდნენ დიდებული რეი ბრედბერი და აიზეკ აზიმოვი, თუმცა თუ ფილიპ კ. დიკს არ იცნობთ, ჩათვალეთ, რომ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გინახავთ. რატომ? ახლავე გიამბობთ.

ფილიპ დიკივით ოსტატურად (სხვაგვარად კიდევ შეიძლება) ალბათ ვერავინ დაწერს მოთხრობას, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. მართლაც ძნელია მეხსიერებიდან ამოშალოთ “განსხვავებული აზრი”, რომლის წაკითხვაც უფრო ნაკლებ დროს წაგართმევთ, ვიდრე სტივენ სპილბერგის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციის ნახვა, თუმცა ბევრად მეტ ემოციას კი დაგიტოვებთ. ეს არის ამბავი მომავლის გამომძიებლისა, რომელიც წინასწარმეტყველთა აზრზე დაყრდნობით აპატიმებრებს ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არავინ მოუკლავთ. მთავარი კი აქ სულ სხვა რამაა – რა უნდა აირჩიოს გამომძიებელმა – საკუთარი უსაფრთხოება თუ იდეა? ის, რა თქმა უნდა, მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვქონდეს…

აი, “მოთამაშეები ტიტანიდან” კი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფანტასტიკა და დიკის თვალით დანახული მომავალი. მე თუ მკითხავთ, ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც შეიცავს დეტექტივის, ფსიქოლოგიისა და კიდევ ბევრი “გემრიელი” რამის ნაზავს. შედეგიც შესაბამისია – კითხვის პარალელურად თითქოს თავად ვხდებით ტიტანელი ვუგების მიერ დაპყრობილი დედამიწის მკვიდრნი და მათთან (ქალაქების მფლობელებთან, ტელეპატებთან და წინასწარმეტყველებთან) ერთად ვაკეთებთ საბედისწერო ფსონს – ერთ კარტზე ვდებთ მთელს ქალაქებს და იქნებ საკუთარ სიცოცხლესაც…

P.S. ჯერჯერობით ეს წიგნები ქართულად არ გვაქვს, თუმცა ბათუმელები ფილიპ დიკს ისე აქტიურად თარგმნიან, რომ ალბათ მალე გვექნება 🙂

4 Comments (+add yours?)

  1. RockerMeloman
    აპრილი 01, 2016 @ 02:21:13

    სწორედ დღეს ან ხვალ მოვრჩები Minority Report-ის დამუშავებას :დ ❤

    Like

    პასუხი

  2. Trackback: შესანიშნავი რვიანი | კეჟერაძის ბლოგი
  3. Trackback: ფილ დიკის ღმერთი | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: