წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მახლობლად ინეკ უოლისი ცხოვრობს… თუ მას არ იცნობთ, აუცილებლად იფიქრებთ, რომ წარმოსადგენი აქ არაფერია. ცხოვრობს ამერიკელი ინეკი თქვენს გვერდით და იცხოვროს… მაგრამ როგორც კი გაიცნობთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ფანტაზია უნდა ჩართოთ და “გზას გაუდგეთ”. აბა დაფიქრდით – განა ბევრია დედამიწაზე ადამიანი, რომლის ასაკიც 100 წელს აღემატება, გარეგნობა კი 30 წლის ახალგაზრდა კაცისა აქვს? დიახ, ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. უფრო სწორად, არ არსებობდა, სანამ მას მისტერ კლიფორდი შექმნიდა. ახლა კი არსებობს და მეტიც – მას კიდევ ბევრი საინტერესო ჩვეულება თუ თვისება აქვს. მაგალითად, ინეკი მხოლოდ მცირე ხნით გამოდის სახლიდან, არავისთან ურთიერთობს გარდა ფოსტალიონისა, რომელსაც მისთვის საკვები, გაზეთები და წიგნები (ძირითადად სამეცნიერო ხასიათის) მოაქვს… კიდევ მელანი და რვეულებიც, რომლებსაც ვინ იცის, რისთვის იყენებს. კიდევ ინეკს მუდამ თანს აქვს იარაღი, თუმცა მას არასდროს იყენებს. მისი სახლი კი ისეთია, რომ შიგნით ვერაფრით შეაღწევთ (თუ, რა თქმა უნდა, კლიფორდმა არ შეგიყვანათ)…
დაინტერესდით ასეთი საინტერესო პიროვნებით? ალბათ ისიც გინდათ, გაიგოთ, თუ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან სადგურს და მოახლოებულ ომს (მგონი, სწორედ ეს უკანასკნელია საკვანძო თემა… თუმცა ყველა მკითხველს “თავისი თემა” აქვს)… ელოდებით, რომ გეტყვით? არა, ყველაფერი თავად უნდა “გამოიძიოთ” (ყავასაც თუ “მიაყოლებთ”, მთლად უკეთესი) და ჩემსავით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) 🙂
P.S. ქართულად ეს წიგნი არსად შემხვედრია, თუმცა მგონია, რომ ბათუმელების “ფანტასტიკურ ბიბლიოთეკას” დაამშვენებდა 🙂
აპრილი 30, 2016 @ 14:36:12
ინგლისურად სად ვნახო ეს წიგნი? PDF ვერსიაა თუ hard copy-s მოძიებაც შეიძლება?
LikeLike
აპრილი 30, 2016 @ 15:30:58
ინგლისურად მხოლოდ აქ ვნახე :
http://www.e-reading.club/book.php?book=84062
LikeLike
აპრილი 30, 2016 @ 15:31:42
მადლობა ^_^
LikeLiked by 1 person