კარი ზაფხულში

12185490_487908134723166_1760641812499953524_oგიყვართ კატები? უნდა გამოვტყდე, რომ მე ამ შინაურ ცხოველებთან ვერ ვმეგობრობ (მსუბუქად რომ ვთქვათ), თუმცა ეს მხოლოდ რეალურ ცხოვრებას ეხება. ლიტერატურული კატები სულ სხვანაირები არიან. აბა გაიხსენეთ ცნობილი ბეჰემოტი ან სულაც სტრუგაცკების წიგნის გარეკანზე გამოსახული ფრიად მიმზიდველი კატა… ახლა კი პეტრონიუსიც გამოჩნდა – დენიელ ბუნ დეივისის ერთადერთი ერთგული მეგობარი. ეს განსაკუთრებით თვალნათლივ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დენს საცოლემ და ძმაკაცმა ერთდროულად უღალატეს და ნიჭიერი გამომგონებლიდან არარაობად აქციეს… აი, პიტი კი ყოველთვის მასთან ერთად იყო – ჭირსა და ლხინში, წარმატებასა და წარუმატებლობაში, თქვენ წარმოიდგინეთ და 30-წლიან ძილშიც კი… მათ ერთად გადაიტანეს უამრავი რაღაც და საბოლოოდ ერთ რამეს მიხვდნენ და ჩვენც დაგვარწმუნეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ ცხოვრობ. შეიძლება ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო, არც ფინანსური სიძნელეები გქონდეს, არც განრისხებული ქმრები, პოლიციელები და აღმასრულებლები მოგსდევდნენ, მაგრამ გულში მაინც ზამთარი გქონდეს. არა, იმიტომ კი არა, რომ საკუთარი თავი გეცოდება (რაც არ უნდა გაწუხებდეს, მილიარდობით ადამიანს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები აქვს). უბრალოდ შეიძლება, რომ კარს ზაფხულში მხოლოდ შენ ეძებდე… და კიდევ შენი კატა… და იცით რა? თუ ასე იფიქრებთ, ერთ დღეს აუცილებლად შეაღებთ ახალ კარს და მის უკან ზაფხული დაგხვდებათ – მზით განათებული მწვანე მინდვრით… მთავარია გჯეროდეთ…

P.S. პეტრონიუსისა და დენიელის ისტორიის ბევრი საკვანძო ეპიზოდი შეგნებულად გამოვტოვე. აჯობებს, თუ წიგნს თავად მოიძიებთ. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია.

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. Trackback: გაყიდული მთვარე | კეჟერაძის ბლოგი
  2. Augusto Perez
    Apr 18, 2016 @ 21:45:50

    მომეწონა, ამასწინათ წავიკითხე. ეს და “ორშაბათი იწყება შაბათს”, სტრუგაცკების.

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: