ედემ-ზე სტანისლავთან ერთად

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლანეტა ედემზე! გგონიათ, რომ ეს სახელი ყველაფერს ნათელს ჰფენს და პან სტანისლავმა სამოთხეში მიგიწვიათ? სულაც არა. პირიქით – თქვენ ინჟინერთან, ექიმთან, ქიმიკოსთან, ფიზიკოსთან, კოორდინატორსა და კიბერნეტიკოსთან ერთად ჯოჯოხეთში მოხვდით! დიახ, ჩემთვის ეს ცალსახად ჯოჯოხეთია. სხვა განმარტებას ვერ ვუძებნი ადგილს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შორიდან საოცარი სილამაზისა გახლდათ, რეალობაში საშინელი არსებებით აღმოჩნდა დასახლებული… თუმცა რა რის მათში ასეთი საშინელი? ალბათ ის, რომ მათი “უცნაური” გარეგნობა საოცრად დეტალურადაა აღწერილი და, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს (აბა წარმოიდგინეთ, ორი სხეული ერთში)… სხვა ყველაფერი კი ძალიან “ჩვეულებრივია” – ექვსი ასტრონავტი ახალი პლანეტის დასათვალიერებლად გაემართა და შეეცადა კონტაქტი დაემყარებინა უცხო არსებებთან (სავარაუდოდ – გონიერ არსებებთან), რომელთა ცივილიზაციაც, მე თუ მკითხავთ, დედამიწისგან დიდად განსხვავებული არ ყოფილა (რაშია მსგავსება, რა თქმა უნდა, არ გეტყვით)… როგორ დასრულდა მათი “კონფლიქტურ-მშვიდობიანი” ურთიერთობა, თავად ნახეთ… ერთს კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ედემი ნამდვილად საოცარი ადგილია… საოცრად საშინელი ადგილი…

P.S. მართალია, პან სტანისლავის ყველაზე ცნობილი წიგნი “სოლარისია”, თუმცა მგონია, რომ ჟანრის მოყვარულებისთვის “ედემიც” არანაკლებ მნიშვნელოვანია… ძალიან დახვეწილი Sci-fi-ა და იმიტომ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: