გაყიდული მთვარე

ხშირად ვამბობ, რომ მცირე ზომის ნაწარმოებები არ მიყვარს, თუმცა ასევე ხშირად ვკითხულობ ფანტასტიკურ მოთხრობებს და ყოველ ჯერზე ვფიქრობ – არა, ეს კრებული გამონაკლისია. როგორც წესი, ამის მიზეზი რეი ბრედბერის საოცარი ოსტატობაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სხვებიც ახერხებენ ჩემს გაოცებას. მათ შორისაა რობერტ ჰაინლაინიც – კაცი, რომელმაც შექმნა პეტრონიუსი და კიდევ ბევრი უნიკალური გმირი.

ამჯერადაც მოთხრობების კრებულს მივადექი და ძალიანაც ვისიამოვნე. აბა, წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნებოდა მთვარის გაყიდვის პროცესზე დასწრება (გამოგიტყდებით და ეს ამბავი ფანტასტიკაზე მეტად ბიზნესის სახელმძღვანელოს წააგავდა), კოსმოსში გაჭრილი ბიჭის, ბრმა პოეტის, “ძაღლების გასეირნების სერვისის” მესვეურების, ასტრონავტების გაცნობა… თუმცა ჩემთვის გაყიდული მთვარის ამბავზე (სხვა ამბებზეც) უფრო მნიშვნელოვანი “დიდი მორიგეობა” გახლდათ. სწორედ ამ მოთხრობის გმირი მგონია “მთავარი” ამ კრებულში… თუ გაინტერესებთ რატომ, თავად უნდა ნახოთ (ასეთი მოცულობის ისტორიებზე ბევრი რა უნდა გითხრათ). შეიძლება დამეთანხმოთ, შეიძლება – არა. გემოვნებაზე ხომ არ კამათობენ 🙂

P.S. არ ვიცი რამდენად შეხვდებით ზუსტად ასეთ კრებულს სხვა ენებზე, თუმცა ქართულ ვერსიას მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია.

2 Comments (+add yours?)

  1. Molly Bloom's Day
    აპრილი 15, 2016 @ 21:52:25

    ფანტასტიკურ მცირე პროზას რა ჯობია 🙂 შეკლი, ბრედბრი, საიმაკი, ჰაინლაინი, აზიმოვი 🙂 პირი ქვისკენ მიქნია და ლუკიანენკოსაც გადასარევი კრებულები აქვს. შეკლის მცირე მოთხრობებზე ვართ ყველა გაზრდილიო, ერთგან ამბობს 🙂 ერთადერთი სადაც დიდი ფორმები მირჩევნია, სტრუგაცკებია.

    Like

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: