კოსმოსური ოდისეა – გაგრძელება

the-odyssey-series-including-2001-a-space-odyssey-arthur-c-clarke-first-edition-signed[1]გახსოვთ კოსმოსური ოდისეა? ართურ კლარკის ეს დიდებული (ამ შემთხვევაში ასეთი შეფასება გადაჭარბებული არ მგონია) წიგნი თუ წაგიკითხავთ ან სტენლი კუბრიკის არანაკლებ გენიალური ეკრანიზაცია გინახავთ, ვერაფრით დაივიწყებდით. კარგად გემახსოვრებათ დეივ ბოუმენი, ფრენკ პული, Hal-ი და ჰეივუდ ფლოიდიც… და რაც მთავარია – საიდუმლოებით მოცული მონოლითი… სწორედ მათზეა ოდისეის ნაკლებად ცნობილი, თუმცა ასევე ძალიან საყურადღებო გაგრძელებები.

2001 წლის ამბების შემდეგ მრავალი წელი გავიდა (9, 60 და 1000 წელი), მონოლითი კი კვლავ “ძლიერია”. ის მთავარი თემაა ჯერ “დისქავერის” საძებნელად კოსმოსში გაჭრილი “ლეონოვის” ეკიპაჟის (აქვეა ზემოთხსენებული ფლოიდიც) ცხოვრებაში, შემდეგ – “აკრძალულ” ევროპაზე აღმოჩენილი “უნივერსის” (ასევე ფლოიდით ეკიპაჟში), ბოლოს კი – ერთი გმირის, რომელიც წესით საუკუნეების წინ უნდა დაღუპულიყო. ამასობაში სამყაროც იცვლება – დედამიწაზეც და კოსმოსშიც… იცვლება მონოლითიც, იცვლებიან ადამიანებიც… ყველაფერი იცვლება… და როგორი იქნება დასასრული? როგორი იქნება ნაცნობი გმირებისა და უცნობი სამყაროს ბედი? ეს თავად უნდა ნახოთ. მერწმუნეთ, კოსმოსური ოდისეის მოყვარულები ძალიან ისიამოვნებთ. პირადად მე მისტერ ართურის დახმარებით რამდენიმე დღე კოსმოსში გავატარე. ეს კი ნამდვილად დიდი სიამოვნებაა 🙂

P.S. ჯერჯერობით ართურ კლარკის ამ წიგნების ქართული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა რადგან ბათუმელებმა პირველი ნაწილი უკვე შემოგვთავაზეს, გაგრძელებების მშობლიურ ენაზე ხილვის იმედიც უნდა გვქონდეს.

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. dianik0
    Apr 19, 2016 @ 11:49:51

    იქამდე კი შეგვიძლია, ფილმს ვუყუროთ. 🙂

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: