მსოფლიო ომი Z

tp-13-msoplio-omi-z

კაცობრიობა სამყაროს დასასრულს საუკუნეების მანძილზე ელოდება. ყველას თავისი “ვერსია” აქვს – ზოგი გადაუღებელ წვიმაზე ფიქრობს, ზოგი – ციდან ჩამოვარდნილ მეტეორზე, თუმცა ყველაზე გავრცელებული აზრი მესამე მსოფლიო ომს უკავშირდება, რომელიც, ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, უთუოდ დამღუპველი უნდა აღმოჩნდეს სამყაროსთვის. მაქს ბრუქსმა კი სულ სხვანაირი იდეა შემოგვთავაზა…

მისტერ მაქსმა მომავლის ადამიანები “ზომბი-ვირუსის” ლუკმად აქცია. დიახ, მან მთელი პლანეტის მოსახლეობა დაინფიცირების საფრთხის წინაშე დააყენა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ამბავი უამრავ მათგანს მოაყოლა – სხვადასხვა ეროვნების გადარჩენილ ადამიანებს, რომლებმაც მრავალწლიან ომში სიცოცხლე “მოიგეს”. თითოეული ისტორია გამორჩეულია. განსაკუთრებულია მაქსის სტილიც – არავითარი ზომბებთან მებრძოლი სუპერ-გმირები და სისხლის ზღვა (თუმცა მთლად უსისხლოდაც არაფერი გამოვიდოდა), მეტი პოლიტიკური და სოციალური ასპექტები. სწორედ ამიტომ და კიდევ ძალიან ოსტატურად “გამოძერწილი” პერსონაჟების, სიუჟეტისა და დეტალების გამო ღირს ამ წიგნის წაკითხვა… მერე რა, თუ ზომბების თემა ცოტა გაცვეთილია…მერწმუნეთ, “მსოფლიო ომი Z” სხვებს არ ჰგავს…

P.S. ჯერჯერობით წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა” დიდხანს არ გვალოდინებს და მაქს ბრუქსსაც ჩართავს სერია “13”-ში 🙂 მანამდე კი შეგიძლიათ ეკრანიზაციას უყუროთ (წიგნს თითქმის არ ჰგავს, მაგრამ მაინც).

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Ercke Mydass
    აპრილი 25, 2016 @ 23:48:02

    ამ ფილმის წიგნიც თუ არსებობდა ნამდვილად არ მეგონა 🙂 ფილმი კი პირველივე დღეს, გამოსვლისთანავე კინოთეატრში მაქვს ნანახი და სუპერ!

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: