ანტისაბჭოთა ვნებები

“კომუნისტები – ეს ისეთივე დანაშაულებრივი პარტიაა, როგორიც ნაცისტები. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათ გენოციდი საკუთარ ქვეყანაში მოაწყვეს.” – ვასილი აქსიონოვი

იცნობთ ე.წ. სამოციანელებს? არა, ამ შემთხვევაში მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურას არ ვგულისხმობ. არც ვასილი აქსიონოვი წერს ამაზე. ის ყვება საკუთარ თავსა და მეგობრებზე – ადამიანებზე, რომლებმაც სულ ცოტაოდენი ნათელი შეიტანეს ბნელ ეპოქაში…

რა იყო საბჭოელთა ცხოვრება 60-იან წლებში? ზოგისთვის იქნებ მთავარი მოგონება 37-მანეთიანი ბილეთი და 20-კაპიკიანი ძეხვია, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარი გახლდათ. სტალინი უკვე ჯოჯოხეთში “გაემგზავრა”, თუმცა არ ნიკიტა “მესიმინდემ” (ჯულიან ბარნსის შესანიშნავი წიგნის შემდეგ ნიკიტა სერგეევიჩის ამ “მეტსახელს” ვერაფრით ვივიწყებ) მოუტანა ხალხს ბევრი სიკეთე. “კომუნიზმის” შვილები ისევ დადიოდნენ “სამამულო” სამოსით (ერთხანს შორტებზე დიდი ნადირობაც კი გამოცხადდა) და ისევ ჩურჩულით ამბობდნენ სიმართლეს… სწორედ ასეთ დროს გამოჩდნენ სამოციანელები – ჯინსის შარვლებსა და ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებმაც შექმნეს რაღაც ახალი – გადაუხვიეს უკვე გაკვალული “წითელი” გზიდან და უკვდავებაც მოიპოვეს… დიახ, ასეა. საბჭოთა ეპოქიდან თუ რაიმე ღირებული შემორჩა ლიტერატურას, კინოსა თუ მუსიკას, ეს მათი შემოქმედებაა და მათი სახელები – ვლადიმერ ვისოცკი (წიგნში ვლად ვერტიკალოვი), ანდრეი ტარკოვსკი (რიურიკ ტურკოვსკი), ბელა ახმადულინა (ნელა ახო), რობერტ როჟდესტვენსკი (რობერტ ერი), ევგენი ევტუშენკო (იან ტუშინსკი), ანდრეი ვოზნესენსკი (ანტონ ანდრეოტისი), ბულატ ოკუჯავა (კუკუშ ოქტავა), ვასილი აქსიონოვი (ვასილი ვაქსონი) და სხვები. მათ გაბედეს პატარა “თავისუფლების კუნძულის” მოწყობა ბოროტების იმპერიაში, მათ აიმაღლეს ხმა “პრაღის გაზაფხულის” წინააღმდეგ… და გადარჩნენ… ხელოვნების იდუმალი ვნებით შეპყრობილნი, ბოჰემის მორევში ჩაძირულნი ბოლომდე “გავიდნენ” და მათი უმეტესობა საძულველი საბჭოეთის ნგრევას მოესწრო… მათი ოცნება გვიან, მაგრამ მაინც ახდა…

P.S. არ ვიცი, რამდენად იყვნენ ეს ადამიანები ზუსტად ასეთები, როგორც აქსიონოვი აღწერს (თვითონაც ხომ ამბობს შესავალში, რომ ბევრი რამ გამოგონილია), თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ მაშინაც არსებობდა თავისუფლება… იქნებ ვაქსონმა რეალობა აღწერა 🙂

P.P.S. სულ ბოლოს მოვუსმინოთ ნამდვილ ვლად ვერტიკალოვს:

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. კუშის ბლოგი / kushi's blog
    May 13, 2016 @ 14:27:30

    ვისიამოვნე… მეც ყოველთვის ვიმედოვნებ რომ მაშინაც არსებობდა თავისუფლება და გული მტკივა ყოველთვის მათზე ვინც ტირანიის მოსპობაზე ოცნებობდა და საკუთარი თვალით ვერ ნახა და ვერ იგრძნო ეს…
    ჰო და რა გამახსენდა ეხლა იცი, რა მოხდებოდა ანა ფრანკს რომ კიდევ ცოტა ეცოცხლა, ახალგაზრდობით, ცხოვრებით მზიანი ზეცით და სუფთა ჰაერით დამტკბარიყო მცირე ხნით მაინც…

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: