უბიკ(ებ)ის სამყაროში…

Untitledწარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძეთ, მთქნარებით მიხვედით მადუღარასთან და ყავის მაგივრად სულ სხვა რამემ გამოგაფხიზლათ – მადუღარამ 5 ცენტი მოგთხოვათ! დიახ, თქვენ შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ ამ ფაქტმა, მაგრამ ფილიპ დიკის სამყაროში ასეთი რაღაცები ჩვეულებრივ ამბად ითვლება. მერე რა, თუ მაცივარი გასამრჯელოს გარეშე არ იღება და არც კარი გატარებთ უსასყიდლოდ. სამაგიეროდ შეგიძლიათ სიკვდილის მერეც იცხოვროთ (თუ შეიძლება თუნდაც ნახევარ-სიცოცხლე ვუწოდოთ “საყვარელ ძმათა მორატორიუმში” არსებობას). თუ ამაში ეჭვი გეპარებათ და მაინც განერვიულებული ხართ, არც ესაა პრობლემა. წაბრძანდით აფთიაქში და შეიძინეთ დამამშვიდებელი საშუალება უბიკი. შემდეგ ფასიანი ლიფტით ისევ სახლს დაუბრუნდით და მიირთვით გემრიელი უბიკი, დააყოლეთ უბიკი და წაიკითხეთ უბიკი… რაღაც ძალიან ბევრი უბიკი ხომ არ არის გარშემო? ძალიან ხომ არ გამრუდდა აწმყო? ან იქნებ ეს სულაც არ არის აწმყო და წარსულია, ან მომავალი? და იქნებ თქვენ რომ ახლა ამაზე ფიქრობთ, ვიღაც ამ თქვენს ფიქრებს ხედავს? ხომ არ აჯობებს, რომ ინერციალების ჯგუფი დაიქირავოთ და ტელეპატებისგან დაცვა სთხოვოთ? მაგრამ ხომ ნახეთ რა დაემართათ ჯო ჩიპს და მის თანამებრძოლებს? არ ვიცი, არ ვიცი რა უნდა ქნათ… შეიძლება ფილიპ დიკმა იცოდეს, ან მანაც ვერ გიპასუხოთ… ვინ იცის…

P.S….და ბოლო-ბოლო რა რის უბიკი? ეს თუ გითხარით, ყველაფერი მითქვამს და ეგაა. აჯობებს თუ თავად ნახავთ და ისიამოვნებთ. ოღონდ სიგარეტს მოერიდეთ. არც კი მინდა იმის წარმოდგენა, კითხვისას ხელში რომ ჩაგეფშვნათ, რას იგრძნობთ 😉

P.P.S. ჩემს არც თუ მცირე (თუმცა ჯერ არც ისე დიდ) “Sci-fi” გამოცდილებას თუ ენდობით, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. თან ეს სრულყოფილება უკვე ქართულადაც გვაქვს (როგორც ფოტოზე ხედავთ – არანაკლებ სრულყოფილი გარეკანით).

Advertisements

9 Comments (+add yours?)

  1. finiki
    მაისი 18, 2016 @ 09:46:20

    Sci-fi-სთან ზოგადად ვერ “ვმეგობრობ”, თუმცა ისე გიწერია საშინლად მომინდა წაკითხვა. დაემატება წასაკითხი წიგნების სიას 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მაისი 18, 2016 @ 21:04:57

      ამ ჟანრში თუ შეიძლება ისეთი წიგნების შერჩევა, რომლებიც Sci-fi-ს ჩარჩოებსაც კი სცდებიან “სიკარგით”, ერთ-ერთი “უბიკი” მგონია 🙂

      Liked by 2 people

      პასუხი

  2. RockerMeloman
    მაისი 20, 2016 @ 20:34:14

    რაც მე ამ წიგნზე ვინერვიულე :)) მიხარია რომ მოგეწონა ^_^ და ქართულიც რომ მოგეწონა ეგ განსაკუთრებით :დ

    Like

    პასუხი

  3. mariam99
    ივლ 26, 2016 @ 17:23:44

    12წლის ვარ და გავიგებ?😍

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივლ 26, 2016 @ 19:16:20

      ზოგადად ყველა მკითხველი თავისებურად იგებს ხოლმე წიგნებს, მაგრამ, მე თუ მკითხავ, ჯერ არ გეჩქარება 🙂 ძალიან ბევრი მაგარი რაღაც გაქვს წასაკითხი 🙂

      Like

      პასუხი

  4. Trackback: პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა | კეჟერაძის ბლოგი
  5. Trackback: ფილ დიკის ღმერთი | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: