კონორის მონსტრი

ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი მონსტრი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე… არც კონორმა იცოდა, რომ მასთან ყოველ ღამე (00:07-ზე) ხე-მონსტრი ივლიდა სტუმრად და სამ ისტორიას უამბობდა, ბოლოს კი საკუთარი ისტორიის მოყოლას სთხოვდა… თუმცა ამ წიგნში ეს სულაც არ არის მთვარი. მთავარი სულ სხვა რამაა…

კონორი მხოლოდ 13 წლისაა და ასეთ ასაკში სიკვდილთან შეხვედრა მისთვის ადვილი არ არის. ძალიან ადრეა იმის გაცნობიერება, რომ მალე საყვარელი ადამიანი (რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე “მთავარი” ადამიანია) სამუდამოდ დატოვებს მას. დედა აღარასდროს დაბრუნდება და ვეღარ დაიცავს “გულგრილი” ბებიის, “გაუცხოებული” მამის, “დამცინავი” კლასელებისგან… სწორედ ამ შიშის – სიკვდილისა და მარტოობის შიშის – საფუძველზე ჩნდება მონსტრი და ეხმარება კონორს კოშმარის დაძლევაში… მთავარიც სწორედ ესაა – პატარა ბიჭის ბრძოლა საკუთარ შიშებთან, განცდებთან, სიმართლესთან, რომელიც ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია (მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვალებაზე ხომ ხშირად ვამბობთ, რომ ასე სჯობდა), მისთვის კი უმძიმესი რამ… სწორედ ესაა, რაც ამ ერთი შეხედვით ბანალურ საბავშვო წიგნს აქცევს ძალიან სევდიან, მაგრამ ამავე დროს ძალიან იმედიან ისტორიად… ამბად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

P.S. როგორც ამბობენ, მალე ამ წიგნის ქართული თარგმანიც გვექნება. თუ წიგნი წაგიკითხავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგი ამბავია 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: