სტუმრად წყეულთა კუნძულზე

12038490_897248007026467_7019636387826959951_n2010 წელს მარტინ სკორსეზემ მორიგი შედევრი შექმნა. მისი და ლეონარდო დიკაპრიოს კიდევ ერთი ტანდემი  საუკეთესო აღმოჩნდა (არა, არც “ნიუ-იორკის ბანდებს”, “ავიატორს”, “განდგომილებს” ან “უოლ სტრიტის მგელს” ვუწუნებ რამეს. უბრალოდ, სუბიექტური ვარ) და შედეგად ისეთი ფილმი მივიღეთ, რომელიც უკვე წლებია დაუვიწყარია. და რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული? მხოლოდ გენიალური რეჟისორი და შესანიშნავი შესრულება? სულაც არა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი დენის ლიჰეინის პირველწყაროა. პირველად სწორედ დენისმა მიგვიპატიჟა სტუმრად წყეულთა კუნძულზე.

თუმცა შეიძლება კი წყეულთა კუნძულზე სტუმრად ჩასვლა? სტუმრობა ხომ დროებითsi-keyart-1 ვიზიტს ნიშნავს, ჩვენ კი არავინ გვაძლევს გარანტიას, რომ აქედან გამოვაღწევთ… აბა თავად დაფიქრდით – კუნძულზე სასამართლოს აღმასრულებელ ტედი დენიელსსა და მის მეწყვილესთან ერთად გაუჩინარებული რეიჩელ სოლანდოს მოსაძებნად ჩამოვედით, რომელმაც საკუთარი შვილები გაიმეტა სასიკვდილოდ და მდევრებს რას უზამს… თითქოს ეს მანიაკალური აზრებით შეპყრობილი ძებნის ობიექტი არ გვეყოფოდა და ქარიშხალიც ამოვარდა… მერე რა რეალისტური ქარიშხალი – თითქოს წვიმა პირდაპირ წიგნის ფურცლებიდან გადმოდის და ქარიც ნამდვილად უბერავს… ნამდვილია ის “ბნელი” გარემოც, რომელიც “ეშკლიფში” გამეფებულა და პაციენტებიც, რომლებიც თავისუფლად დარბიან და ვის მოუსწრაფებენ სიცოცხლეს, არავინ იცის… არც ის იცის ვინმემ, თუ რა ხდება სინამდვილეში კუნძულზე – ეს ფსიქიკურად დაავადებულ მსჯავრდებულთა სამყოფელია, თუ რაღაც სხვა? ან იქნებ სულ სხვა რამეშია საქმე? ამას ფინალამდე ვერ გაიგებთ… და როდესაც ბოლო გვერდს დაასრულებთ და წიგნს დახურავთ, აუცილებლად მიხვდებით – თქვენ წყეულთა კუნძულის სტუმარი არ ხართ. მერე რა, რომ ამბავი დამთავრდა. არ აქვს მნიშვნელობა დატოვებს თუ არა კუნძულს ტედი დენიელსი. თქვენ სამუდამოდ დარჩებით წყეულთა კუნძულზე… უფრო სწორად – ის სამუდამოდ დარჩება თქვენში!

P.S. კინომოყვარულებს ალბათ ფილმი ნანახი გექნებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ “დიოგენეს” გამოცემა არ უნდა მოიძიოთ. მერწმუნეთ, არ ინანებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: