ლევინი, პოლანსკი, ვარსიმაშვილი

tp-13-rozmaris-shvili90-იანი წლები ალბათ კარგად გახსოვთ. არც სანთლის შუქზე გატარებული საღამოები მისცემია დავიწყებას და არც პურის რიგები. თუმცა ასეთ ბნელ დროსაც კი ხდებოდა დასამახსოვრებელი ძვრები ხელოვნებაში. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა კი გახლდათ ქართული მისტიკური სერიალი “სახლი ძველი უბანში”. რა თქმა უნდა, ფილმი განსაკუთრებული სპეცეფექტებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ის 22 წლის შემდეგაც კი არ წაშლილა ჩვენი მეხსიერებიდან. დღემდე მისი შინაარსის ხსენებისას პირველ რიგში თვალწინ სწორედ ავთანდილ ვარსიმაშვილის სერიალი მიდგება და მხოლოდ შემდეგ – რომან პოლანსკის შესანიშნავი ფილმი. აირა ლევინის პირველწყარო კი ახლაღა ჩამივარდა ხელში.

წიგნში თითქოს  ახალი არაფერია. ფილმები (ერთ-ერთი მაინც) ხომ ყველას გაქვთ ნანახი. თუმცა კითხვის პროცესი მაინცFotorCreated დაძაბულია. მერა რა, თუ უკვე იცით, რომ როზმარისა და მის მეუღლეს ახალ სახლში სატანისტები ელიან (ინსტიქტურად მათ ჟორასა და თამილას ვეძახი 🙂 ). მაინც ბოლომდე იფიქრებთ, რომ შეიძლება “ცუდ სახლში” სინამდვილეში არც არაფერი ხდება და ეს უბრალოდ ცრურწმენაა. განა შეიძლება, რომ ასეთი საყვარელი მოხუცები ეშმაკის მსახურები იყვნენ? არა, გამორიცხულია… ან იქნებ არიან? ეს უკვე აირა ლევინს უნდა ჰკითხოთ. რა იცით, იქნებ მას განსხვავებული სცენარი აქვს? იქნებ ის არ “ეთანხმება” ვარსიმაშვილსა და პოლანსკის (რომლებიც, თუ სწორად მახსოვს, ერთმანეთს სულაც არ “ეთანხმებიან”)?

P.S. ამ სამეულში ჩემს ფავორიტად მაინც ვარსიმაშვილი რჩება “დანგრეული” ბავშვობის გამო (სხვა თუ არაფერი, სერიალის ეფექტი იმაშიც ჩანს, რომ მთელი ბავშვობა გურამ საღარაძის მეშინოდა) 🙂 თუმცა ჟანრის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოიძიოთ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” თარგმანი (რომელიც ძალიან საინტერესო სერიის ფარგლებში გამოვიდა) და რომან პოლანსკის ფილმი, რომელიც ობიექტურად (ალბათ) საუკეთესოა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: