აღორძინება

20926278[1]რაღაც მოხდა… რაღაც მოხდა… რაღაც მოხდა… არა, ეს რაღაც თავიდანვე არ მომხდარა. პირიქით – ყველაფერი ძალიან მშვიდად დაიწყო და თითქმის ნახევარი წიგნის მანძილზე “სიბოროტით” ცნობილმა სტივენმა სრულ იდილიაში გვამყოფა (ერთი “სიბოროტე” კი ჩიდინა, მაგრამ რა არის ავტოკატასტროფაში “კინგისეული”?)… თუმცა სწორედ ეს იყო მისი ჩანაფიქრი – ბედნიერი ამერიკული ოჯახისა და მათი კეთილი მოძღვრის ამბით მიგვიზიდა და… და საშინელებაში ჩაგვაგდო…

მაგრამ რამდენად არის საშინელი ფინალი გადამწყვეტი? დღეს ხომ მკითხველის შეშინება თითქმის შეუძლებელია… “ფაუსტომანიით” შეპყრობილი, ელექტრობაზე “შეყვარებული” განდგომილი ღვთისმსახური ალბათ ვერავის შეაძრწუნებს (თუმცა ისეთ ამბებს ატრიალებს, რომ…) და იქნებ ამიტომაც “გადაავადა” სტივენმა “საშიში” მოვლენები. იქნებ ამიტომ შექმნა უკვე ასაკში შესულმა მწერალმა წიგნი საკუთარ თანატოლზე – მუსიკოს ჯეიმი მორტონზე. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მთავარი გმირი და მთხრობელი ჯეიმია და არა შეშლილი მღვდელი. მთავარი ისტორია მისი ცხოვრებააა – ბედნიერი ბავშვობა, “ველური” ახალგაზრდობა და “მოულოდნელი” სიბერე; უამრავი სიხარული, დანაკარგი და ტრაგედია; ტკივილი, უიმედობა და იმედის სხივები; ბევრი კარგი ადამიანი და ფანატიკოსთა ბრბო; ძლიერი რწმენა და ასევე ძლიერი ურწმუნოება; ფიქრი სოცოცხლესა და სიკვდილზე, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე… ეს ყველაფერი ისეთი “ადამიანურია”, რომ დასასრულიც კი (რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ) რეალურ იერს იძენს… მერე რა, თუ კინგმა ტრადიციული “არარეალური” სვლა გააკეთა. ამით იმის თქმა სურდა, რომ რწმენა აუცილებელია (და რა მნიშვნელობა აქვს, რა სახელით მოვიხენიებთ ღმერთს ან საერთოდ ვართ თუ არა რელიგიურები?). სხვაგვარად ჯეიკობსს დავემსგავსებით და არა ჯეიმის (რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ რწმენა შერჩა)… სხვაგვარად ვერ გავუძლებთ ტკივილს და უბრალოდ აღარ ვიქნებით… აღორძინება რწმენაშია და არა “ეშმაკის ხრიკებში”…

P.S. ჯერჯერობით ამ წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა თუ სტივენ კინგის წიგნების თარგმნის სიჩქარეს დავაკვირებით, ალბათ დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს. ეს ხომ სტივის ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოებია…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: