მე, ქრისტინი, არნი და სტივენი

ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ ამავე დროს ის ნამდვილი ქალია. ის იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ყოველთვის “არასწორი” მამაკაცები უყვარდებათ, თუმცა ისე თავდავიწყებით (ერთი ნახვით), რომ ყველაფერს აკეთებენ მათთვის – სურთ იდეალური გარეგნობითა და სრული მორჩილებით სამუდამოდ მიიჯაჭვონ ავადმყოფური გრძნობის ობიექტები.

ქრისტინი ქალის თვისებებითაა შემკული, თუმცა მაინც უსულო არსებაა. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ის საკუთარ საქციელს აცნობიერებს. ის უბალოდ “საყვარელი ადამიანის” განცდებს “ახმოვანებს” და აკეთებს იმას, რისი გამბედაობაც რეალურ ადამიანს არ ჰყოფნის. სინამდვილეში თანატოლებისგან დაჩაგრულ არნის სურს ყველას განადგურება და არა ქრისტინს… სინამდვილეში ის მართავს ავტომობილს მაშინაც კი, როცა საჭესთან არ ზის. ქრისტინი არნია, არნი ქრისტინია, ქრისტინი სტივენია, სტივენი არნია… ვინ ვის ქმნის და ვინ ვის ფლობს, გაურკვეველი ხდება და თუ ამ წიგნს გადაშლით, თქვენც ჩემსავით დაგემართებათ – იგრძნობთ, რომ თქვენ ერთდროულად ქრისტინიც ხართ, არნიც და სტივენიც. თქვენ ქმნით ამბავს სიყვარულსა და მძვინვარებაზე და თავად ხართ ამ ამბის მონაწილეები…

P.S. …და იცით რა მაინტერესებს – შეძლებდა ქრისტინი სხვანაირი ადამიანის შეყვარებას და შესაბამისად სხვანაირად მოქცევას? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მხოლოდ სტივენს აქვს…

P.P.S. სტივენისა და ქრისტინის ტანდემი საუკეთესო ნამდვილად არ არის (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა), თუმცა თუ მისტერ კინგი გიყვართ, არ უნდა გამოტოვოთ (მერე რა, თუ ჩემსავით “ზედმეტად” მოგაგონებთ “კერის”). თან “პალიტრა L”-მა ქართული თარგმანიც შემოგვთავაზა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: