13/11/15

12043007_531721733649924_1790644383643631334_n13/11/15 – ეს თარიღი სისხლით ჩაიწერა საფრანგეთის ისტორიაში. პარიზის ტერქტმა მსოფლიო შეძრა. ამის მიზეზი კი, გარდა ტრაგედიის მასშტაბურობისა, გაოცება გახლდათ. ნუთუ შესაძლებელია, რომ 21-ე საუკუნეში შუაგულ ევროპაში ასეთი რამ მოხდეს? ნუთუ ადამიანი არსადაა დაცული? ნუთუ შეიძლება, რომ საყოველთაო თავისუფლებაზე აგებული დასავლეთი განადგურდეს? იქნებ 13/11/15 დასასრულის დასაწყისია?

მანამდე კი იყო “შარლი ებდოს” ტერაქტი და მიშელ უელბეკის ახალი წიგნის პრეზენტაცია (რომლებიც საოცრად დაემთხვა ერთმანეთს). ამ წიგნის გამო მწერალი ისლამოფობიაში დაადანაშაულეს, თუმცა მას მსგავსი არაფერი დაუწერია. განა მის მიერ შექმნილ 2022 წლის საფრანგეთში მუსლიმმა კანდიდატმა ძალადობრივი გზებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება? განა თავად ფრანგმა ხალხმა არ ჰპოვა ბედნიერება მორჩილებაში და არა თავისუფლებაში? მართლაც – ადამიანებს ხომ ასე გვჩვევია. საკუთარ კეთილდღეობას ქვეყნის წინსვლაზე წინ ვაყენებთ და თუ ვინმე ჩვენს მაგივრად შექმნის ჩვენსავე კარიერასა და პირად ცხოვრებას, ამას რა სჯობს. ქალები სიამოვნებით დავიმალებით ჩადრს მიღმა, თუ ამით “სასურველ პარტიას” გამოვკრავთ ხელს. მამაკაცები კი დიდი მონდომებით აღიარებენ ალაჰს (ან ქრისტეს, ბუდას… რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქმევა ღმერთს, რომელიც არ სწამთ), თუ ამით კარგ ხელფასსა და რამდენიმე ცოლს მოიპოვებენ (ოღონდ აუცილებლად ისეთებს ერთმანეთს რომ ავსებდნენ – ზოგი მოწოდებით კულინარი უნდა იყოს, ზოგი – მეძავი). ჩვენთვის არ ექნება მნიშვნელობა, რას და ვისი სახელით მოგვთხოვენ… ჩვენ ვიქნებით მორჩილები… უფრო სწორად, ნაწილობრივ ჩვენ უკვე ვართ მორჩილები… ევროპამ უკვე დაიწყო მზადება სუიციდისთვის და არამხოლოდ ევროპამ… ერთადერთი ხსნა პიროვნულ ცვლილებებშია. მხოლოდ ასე შეიძლება თავისუფლების შენარჩუნება… მხოლოდ ასე და არა მარინ ლე პენის ან აღმოსავლეთის წარმომადგენლებისთვის ძალაუფლების გადაცემით…

P.S. ჯერჯერობით უელბეკის შემოქმედებაში (დაწერილ-წაკითხულთაგან) ეს წიგნი ჩემი ფავორიტია. თუ დაინტერესდით, თქვენც მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა.

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. კუშის ბლოგი / kushi's blog
    Jun 09, 2016 @ 10:10:44

    ახლა ძალიან დამაინტერესა ამ წიგნმა, თვითონ ეს პრობლემები კი ყველაზე აქტუალურია დღეს მთელს მსოფლიოში.

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: