გრძელი ნათელი დღეები მსხლების მინდორზე

გიყვართ თანამედროვე ქართული კინო? უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე ოდნავ სკეპტიკურად ვუყურებ (როგორც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას) და იშვიათად “ვაგემოვნებ”… თუმცა 2013 წელს გამოვიდა ფილმი, რომელზეც უამრავი ქართველი კინომოყვარული აღფრთოვანებით საუბრობდა. ეს იყო “გრძელი ნათელი დღეები” – ეკასა და ნათიას ამბავი, რომელმაც ყველა შეძრა. არა, ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ ორი თინეიჯერი გოგონას ისტორია გამორჩეულია. პირიქით, მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ისინი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ – სხვებივით დგანან პურის რიგში, მონაწილეობენ საკუთარი ოჯახების კონფლიქტში, მსხვერპლად ეწირებიან გარემოს… სწორედ ამიტომაა ეს ფილმი ასეთი მტკივნეული (ალბათ განსაკუთრებით მათთვის ვინც 90-იან წლებში მთავარი გმირების ასაკისა იყო – ანუ ახლა 30-40 წლისაა).

იგივე მიზეზმა განაპირობა ამ ფილმის რეჟისორის წიგნის პოპულარობა. “მსხლების მინდორიც” “ტკივილიანი სინამდვილით” გამოირჩევა. ე.წ. “დებილების სკოლის” აღსაზრდელთა ისტორიები გულგრილს ვერავის დატოვებს. მერე რა, თუ ლელას გარდა ვრცლად არავისზეა მოთხრობილი. რამდენიმე წინადადებაც კი საკმარისია, რომ სამუდამოდ ჩაგვებეჭდოს გონებაში ირაკლის (მუდამ დედა რომ ენატრება და მის ჩამოსვლას ელის), სერგოს (სურათიც კი რომ არ დარჩენია სიკვდილის შემდეგ), ნონას (სხვებივით მოძალადე მასწავლებლის მსხვეპლი რომ გახდა) ირასა და კირილეს (გმირებად რომ იქცნენ), აქსანას (უბნის ბიჭები ნივთივით რომ ექცეოდნენ) და სხვების სახეები. ლელას ხომ უთუოდ ვერასდროს დავივიწყებთ  – გოგოს, რომელმაც ამდენი გატანჯული ბავშვის დედობა ითავა (დედობა სწორედ ესაა და არა ის, რასაც გულგრილი მასწავლებლები სთავაზობენ პატარებს) და მათ გამო საკუთარი ტკივილი გულში ღრმად ჩაიმარხა (ვანოს მოკვლაც კი ირაკლის გამგზავრებამდე გადაავადა… ეს არნახული დამცირებაც კი გვერდით გადადო). და სად მოხდა ეს ყველაფერი? ჩვენს გვერდით… მაშინ, როდესაც მშვიდად ვუყურებთ ქუჩაში მოწყალების თხოვნით დაკავებულ ბავშვებს და არ ვფიქრობთ მათ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ხშირად ჩუმად ჩვენც “დებილებს” ვეძახით და მათში ადამიანებს ვერ ვხედავთ… იქნებ ახლა მაინც შევცვალოთ რამე. იქნებ ამ წიგნის შემდეგ მაინც… იქნებ მსხლების მინდორზე მორბენალი ბავშვების გაცნობის შემდეგ მაინც…

P.S. გულწრფელად გირჩევთ, რომ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” წიგნი მოიძიოთ… მოიძიოთ და დაფიქრდეთ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: