11/22/63

ოდესმე გიოცნებიათ წარსულში დაბრუნებაზე? ალბათ ზოგჯერ მაინც გიფიქრიათ, რომ “უკან დახევის” შემთხვევაში ყველაფერს შეცვლიდით და ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ იქნებოდა… და თუ ეს ასეა, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტივენ კინგის სამყაროში!

სტივმა ძალიან საინტერესო თავგადასავალი შემოგვთავაზა. აბა, წარმოიდგინეთ – 2011 წელს ჩვეულებრივი მასწავლებელი ჯეიკ ეპინგი უეცრად “კურდღლის სოროში” აღმოჩნდა და მსოფლიოს თუ არა, ამერიკის გადარჩენა მაინც დაევალა. მერედა როდის – 11/22/63-ში! ამ დღეს რა მოხდა და რა უნდა შეეცვალა ჯეიკს, ალბათ კარგად იცით (ეს დღე ხომ ისტორიაშია შესული), მაგრამ არ იცით რა მოხდებოდა მაშინ, თუ ლი ჰარვი ოსვალდი არ მოკლავდა ჯონ ფ. კენედის. არც ჯეიკმა იცოდა. სწორედ ამიტომ მოკიდა ამ საქმეს ხელი და “პეპლის ეფექტის” საკუთარი თვალით სანახავად 1958 წელს მიაშურა… როგორი იყო ეს ეფექტი და მოახერხა თუ არა დროში მოგზაურმა ისტორიის შეცვლა? ამას , რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ, თუმცა აუცილებლად გეტყვით, რომ ჯეიკმა საკუთარი, სტივენისა და ჩვენი ცხოვრება ნამდვილად სამუდამოდ შეცვალა – თავად მარადიულად დაუკავშირა ბედი სეიდის, სტივენს არნახული წარმატება მოუტანა (არც მანამდე და შემდეგ აკლდა პოპულარობა, თუმცა ყველა წიგნი ასეთი კარგი ნამდვილად არ აქვს), ჩვენ კი სამუდამოდ დაგვამახსოვრა ამბავი დიდი სიყვარულისა და დიდი ბრძოლისა წარსულსა და მომავალთან…

P.S.  სამწუხაროდ, ჯერჯერობით სტივენ კინგის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი (მოცულობის მიუხედავად ერთი ამოსუნთქვით რომ იკითება) ქართულად არ გვაქვს, თუმცა, თუ თარგმანების გამოსვლის ტემპს გავითვალისწინებთ, ალბათ დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი 🙂

P.P.S. სულ ბოლოს ძალიან კარგი კომპოზიცია, რომელიც ფონად გასდევს ჯეიკისა და სეიდის ამბავს:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: