ფოთოლცვენა მაკონდოში

12308390_929003447187648_6493103757573381250_nმაკონდოში ფოთოლცვენა დაიწყო… ცვივა ყვითელი ფოთლები და მათ მიჰყვება ყველასგან მიტოვებული ექიმის სიცოცხლეც… ის ტოვებს სამყაროს და გამცილებლად მხოლოდ სამი ადამიანი ჰყავს – პოლკოვნიკი, მისი ქალიშვილი და შვილიშვილი… თუმცა სინამდვილეში მას მილიონობით ადამიანი აცილებს. მას ვაცილებთ ჩვენ და მასთან ერთად ვაცილებთ მაკონდოს 25-წლიან ისტორიას. სამი თაობის მოგონებების ფონზე ჩვენს თვალწინ კადრებად მიედინება ამბები სიყვარულზე, მეგობრობაზე, ღირსებაზე, ვნებაზე, მოვალეობაზე, სიმიმაცეზე, სიკვდილსა და სიძულვილზე… და, რაც მთავარია, მარტოობაზე… მარტოობაზე, რომელიც ას წელიწადს გაგრძელდა და რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ… ვერასდროს დავივიწყებთ ხანას, როდესაც პოლკოვნიკს არავინ სწერდა, აურელიანო ბუენდია კი დახვრეტის მოლოდინში წარსულს იხსენებდა… ხანას, როდესაც მაკონდოელთა სულში წვიმდა და ფოთლები ცვიოდა…

P.S. გაბრიელ გარსია მარკესის წიგნებს ისევ “ინტელექტი” თარგმნის. ასე რომ, თუ მაკონდოში მოგზაურობა მოგენატრათ, მარტივად მოიძიებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: