კატარინა ბლუმის შელახული ღირსება

ფიქრობთ, რომ მშვიდად ცხოვრობთ და თქვენს ღირსებას არაფერი ემუქრება? თქვენ ცდებით! შეიძლება კატარინა ბლუმის მსგავსად საკუთარი შრომით მიაღწიოთ წარმატებას (სულ პატარას, მაგრამ მაინც), მაგრამ ყველაფერი ერთმა  წვეულებამ შეცვალოს. იქნებ იმ საღამოს  ტრაგიკული არც არაფერი მოხდეს, თუმცა ერთი შეხვედრაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. თქვენ შეხვდებით “მას”, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით და ბედნიერების ნაცვლად უბედურება გეწვევათ. არა, ის არაფერს დაგიშავებთ. ცხოვრებას სხვები დაგინგრევენ, ღირსებას სხვები შეგილახავენ, ძალადობისკენ სხვები გიბიძგებენ… ზუსტად ასე მოექცნენ კატარინა ბლუმს. მხოლოდ იმიტომ, რომ მან სრულიად უცნობი კაცი შეიყვარა და ენდო მას, მისი სახელი გაზეთის პირველ გვერდზე გამოაჭენეს, ლაფში ამოსვარეს, ათასი რამ დააბრალეს. პრესამ ის ბოროტმოქმედად შერაცხა და მასაც რაღა დარჩენოდა? კატარინა ბლუმი მკვლელი გახდა (არ შეგეშინდეთ, ეს სპოილერი არ არის. წიგნი სწორედ ამ ამბით იწყება)! და რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ საზოგადოებამ შელახა კატარინა ბლუმის ღირსება! საზოგადოებამ შვა ძალმომრეობა! საზოგადოებამ მიგვიყვანა აქამდე!

P.S. საბედნიეროდ, წიგნის ქართული თარგმანი გვაქვს. ის პალიტრამ შემოგვთავაზა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: