Et Cetera – დასაწყისი

22გამომცემლობა “დიოგენეს” სერიებზე ხშირად ვსაუბრობთ. მართლაც – გულგრილად ვერაფრით ავუქცევთ გვერდს “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” და “ამერიკელების” შესანიშნავ (გემოვნების შესაბამისად, რა თქმა უნდა) “წარმომადგენლებს”. და აი ახლა ჩვენმა საყვარელმა გამომცემლობამ მორიგი ძალიან საინტერესო სერია “Et Cetera” წამოიწყო და როგორც დასაწყისიდანვე ჩანს, ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგი რაღაცები გველის. აბა თავად შეაფასეთ – სერია ისეთი დიდებული წიგნებით დაიწყო, როგორებიცაა: უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” და “პრაღის სასაფლაო”, კენ კიზის “გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა” და პატრიკ ზიუსკინდის “სუნამო”.

ამავე სერიაში შევიდა ჯერომ სელინჯერის “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში…” – წიგნი, რომელმაც შეცვალა სამყარო. შეიძლება მოურიდებელი შეფასებაა, თუმცა ჰოლდენ კოლფილდის – გარემოზე განაწყენებული მეამბოხე ყმაწვილის – შესახებ სხვას ვერაფერს გეტყვით…

სერიის ნაწილია ყურბან საიდის “ალი და ნინოც” – წიგნი ქართველი გოგონასა და აზერბაიჯანელი ბიჭის სიყვარულის (უფრო კი კულტურათა შეჯახების) შესახებ (წიგნი თუ არ წაგიკითხავთ, ბათუმის ცნობილი სკულპტურა მაინც გექნებათ ნანახი)…

Et Cetera-ს მთავარი მოულოდნელობა კი ალეკო შუღლაძის “გადამალვაა”. ამ მწერლის შესახებ ალბათ ცოტას თუ სმენია book_573ad996e9536(ამ დრომდე მე მათ რიცხვშიც არ ვიყავი). ის 15 წლის მანძილზე “გადამალული” გახლდათ და ახლა დაბრუნდა, რათა ჩვენთვის მოეყოლა ერთი დიდი “გადამალვის” ამბავი და თან ყველაფერი იუმორით “შეეზავებინა”. სწორედ ეს სძენს წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს, თორემ ავადმყოფის მომვლელი ჯანმრთელების, “გრძელცხვირა” ნათესავებისა და “თბილისური” ლიფტის ამბებში რა არის ახალი… თემა ძველია, თუმცა “ნამდვილობა” და თხრობის სიმსუბუქე ნამდვილად არ გვაძლევს მოწყენის საშუალებას… თან ისიც ხომ უნდა გავიგოთ – ვინ ან რა გადამალეს?

P.S. სერიის სხვა წიგნებზე ეტაპობრივად ვისაუბრებთ. მგონი, კარგი წიგნები არ მოგვაკლდება 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: