Silent Swim…

“ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.”

სიტყვა მეფისა ერთისა ანუ ორი რომანი ერთში – ასე ახასიათებს ირაკლი ჩარკვიანი, იგივე 43 წლის ასაკში შობილი მეფე, საკუთარ წიგნს. წიგნში მართლაც ორი ამბავია მოთხრობილი – საბჭოეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ირაკლისა და ცნობილი მოძღვრისა და პოეტის რუმის სეხნიის ისტორიები. თუმცა ვინ იცის – რომელია აქ ირაკლი და რომელი რუმი? სინამდვილეში ხომ ეს წიგნი მშვიდი ცურვაა ამ ორ ადამიანს შორის… ზოგჯერ ისინი ერთმანეთშიც კი ირევიან და ზღვარი იშლება. თვითმფრინავის სალონში მჯდომი რუმი და კომპიუტერთან მჯდომი ირაკლი ერთად ფიქრობენ გმირობაზე, იმაზე, თუ რამდენად ღირს გმირობის ჩადენა. იქნებ ნამდვილი გმირობა სწორედ გმირობაზე უარის თქმაა? იქნებ მეფობას სიცოცხლეშივე ის კი არ აღწევს, ვინც ხალხით სავსე თვითმფრინავს აფეთქებს, არამედ ის, ვინც არც გაფრენას შეეცადა და არც თავის ჩამოხრჩობას… ვინც უბრალოდ ებრძოდა საკუთარ თავს და მშვიდად მიცურავდა… მიცურავდა, რათა 44 (!) წლის ასაკში დაესრულებინა ცურვა… ან იქნებ არც დაუსრულებია… იქნებ მხოლოდ რუმი კი არა, მეფეც დაბრუნდეს სხვა განზომილებაში და ისევ გადაცუროს ზღვა…

P.S. არსებობს წიგნები, რომლებზეც ბევრ ვერაფერს იტყვით. უბრალოდ უნდა წაიკითხოთ… არსებობს სიმღერები, რომელთაგან საუკეთესოს ვერ გამოარჩევთ. უბრალოდ უნდა მოუსმინოთ… ამიტომ წაიკითხეთ “ინეტელექტის” ეს გამოცემა და მოუსმინეთ მეფის 30 საუკეთესო (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) სიმღერას…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: