პუტინი აფეთქებს რუსეთს!

პუტინი აფეთქებს რუსეთს! დიახ, დღეს სწორედ პუტინია “ფსბ”. დღეს სწორედ მისი სახელით აკეთებს ყველაფერს ეს “პატიოსანი” დაწესებულება. მისი მფარველობის შედეგია უამრავი შეკვეთილი მკვლელობა (რომლებსაც პირადად მისთვის არასასურველი პირები, “ურჩი” ბიზნესმენები და კრიმინალური ავტორიტეტები 36ეწირებიან), “ჩეჩნური” აფეთქებები (რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება) და ომები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს ყველაფერი პირადად ვლადიმერ პუტინის ინტერესებში შედის, თუმცა მსგავსი ფაქტები მანამდეც ხდებოდა. პუტინის სახით “ფსბ”-მ საკუთარი ადამიანი “გაამეფა” და უბრალოდ სახე შეიცვალა. ის ყოველთვის იყო სისხლიან “საწვავზე” მომუშავე ძალიან კარგი მანქანა, რომელიც სრული ძალაუფლების მოსაპოვებლად სწორედ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის მსგავს ადამანს ეძებდა- კაცს “კაგებეშნიკური” წარსულით, რომელიც არაფერზე დაიხევდა უკან და რომელიც შეძლებდა უმოკლეს ხანაში დემოკრატიის ჩანასახშივე ჩაკვლას. ელცინმა ეს ვერ მოახერხა (პირიქით, “დემოკრატიული თამაშების” წამოწყებაც კი სცადა), პუტინი კი მმართველობის პირველივე დღიდან შეუდგა საქმეს – ანდროპოვი “დააფასა”, სტალინის სადღეგრძელოების სმა დაიწყო, თავისუფალი სიტყვა საბოლოოდ “გაგუდა”, საბჭოთა კავშირის ნგრევას “უდიდესი კატასტროფა” უწოდა, “წარმატებით” განაგრძო “ფსბ”-სთვის ასე სასურველი “ანტიჩეჩნური” გზა და საქართველოსა და უკრაინასაც გადასწვდა. პუტინმა გააგრძელა რუსეთის “აფეთქება” შიგნიდან და გარედან. ის ამას დღემდე აკეთებს – პირნათლად ასრულებს “ფსბ”-ს გეგმებს. პუტინი აფეთქებს რუსეთს!

P.S.  მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, როგორც ამ თემით დაინტერესებული მკითხველისთვის, ამ წიგნში ახალი ბევრი არაფერი იყო და ერთ ეპიზოდში სერიზულად გავბრაზდი კიდეც ავტორებზე (აფხახეთის ოკუპაციას “ქართულ-აფხაზური კონფლიქტი” და “აფხაზების გენოციდი” რომ უწოდეს), მაინც ძალიან მიხარია, რომ ასეთი წიგნები ქართულად ითარგმნება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: