სტუმრად ნომებთან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნომების სამყაროში! არა, ის არაფრით ჰგავს დისკოს სამყაროს. აქ არც დაბნეული ჯადოქარია, არც მხიარული ტურისტი, მიმზიდველი სიკვდილი და უცნაური ჯადოქრები. სამაგიეროდ ნომებს გაიცნობთ – ძალიან საყვარელ პატარა ადამიანებს (მოდით სიმარტივისთვის ასე ვუწოდოთ, თუმცა თავად რომ გაეგოთ, ალბათ ეწყინებოდათ). მათი ნაწილი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, ნაწილი კი – უნივერსალურ მაღაზიაში. ამბავიც ასე იწყება – ნომი მაკსლინი სატვირთოს იტაცებს და სხვა ნომებთან ერთად გარეთ ცხოვრებით დაღლილი ძმები არნოლდების მაღაზიისკენ მიემართება. სწორედ აქ იღებს სათავეს ნამდვილი თავგადასავალი.

“გარე” და “შიდა” ნომების შეერთებით იწყება “მგზაურობის” ყველაზე საინტერესო ნაწილი. აბა წარმოიდგენდით, რომ ამ პატარა უწყინარი არსებების სამყაროშიც იარსებებდა რელიგიური ფანატიზმი (ზოგს არნოლდი რომ ჰგონია ღმერთი, ზოგს კი – ნასა), სოციალური განსხვავებები და სხვა “ადამიანური” პრობლემები? არადა თურმე არსებობს. ნომებსაც ჩვენსავით აწუხებთ ყოველდღიური პრობლემები და ხან მაღაზიას აფარებენ თავს, ხან დანგრევის პირას მისული მაღაზიიდან კარიერში გადადიან, ხან კი ადამიანებისგან დევნილნი ამ “ბუდესაც” ტოვებენ და მაკსლინისა და სხვა საზრიანი ნომების (უფრო კი თილისმა-კომპიუტერის) დახმარებით ცაში იჭრებიან. რაც მთავარია, არასდროს ნებდებიან. სულ იბრძვიან გადარჩენისა და უკეთესი მომავლისთვის, სწავლობენ, იცვლებიან და ნელ-ნელა საკუთარ ბნელ მხარეებს “ანათებენ”… ამით იქნებ გვჯობიან კიდეც დიდი, ნელ და მოუქნელ ადამიანებს…

P.S. ჯერჯერობით ქართულად მხოლოდ პირველი ნაწილია თარგმნილი. იმედია, პალიტრა ამაზე არ შეჩერდება და სერია Liberkids-ის ფარგლებში მომდევნო ორ წიგნსაც შემოგვთავაზებს. მერედა რა სახალისო წიგნებია – ტერი პრატჩეტს რომ სჩვევია, ისეთი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: