ბერლინი,ალექსანდერპლაცი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 20-იანი წლების ბერლინში – ქალაქში, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და მოქალაქეთა ცხოვრებას წარმართავს! მთავარი გმირი სწორედ ბერლინია და არა ფრანც ბიბერკოპფი. ფრანცი მხოლოდ მაგალითია იმისა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ბერლინში…

ციხიდან გამოსული ფრანცი გარემოებათა მსხვერპლია. მისი ნამდვილი სასჯელი თავისუფლებაზე გამოსვლით იწყება… იწყება და წიგნის ბოლომდე არ სრულდება. მისი “ბრძოლა პატიოსნებისთვის”, საკუთარ თავსა და გარემოსთან ჭიდილი მაშინდელი ბერლინის სახეა. ამიტომაცაა, რომ მისი თავგადასავლების პარალელურად ჰერ ალფრედი ხან ბერლინის ამინდის პროგნოზს გვაცნობს, ხან – ამონარიდებს გაზეთებიდან, ხან კი რელიგიურ ალუზიებს ურთავს… ამ ყველაფერს კი ისე აკეთებს, რომ აუცილებლად იფიქრებთ – ეს თქვენ ხართ ფრანც ბიბერკოპფი! თქვენ მიუყვებით ალექსანდერპლაცს, გზად ვაჭრობთ, “სუსტი ყოფაქცევის” ქალებს ათვალიერებთ, ტრამვაიში ადიხართ და ბართან ჩამოდიხართ, ლუდს სვამთ და სხვადასხვა ტიპის ადამიანების მონათხრობს ისმენთ, ცდილობთ, სწორ გზას არ ასცდეთ, მაგრამ ცდებით, ისევ ადგებით და ისევ ცდებით, მრავალჯერ ეცემით და დგებით… თქვენ 20-იანი წლების ბერლინში ცხოვრობთ… ცხოვრობთ იმიტომ, რომ ალფრედ დობლინმა ასე ისურვა…

P.S. ვერ გეტყვით, რომ მარტივი საკითხავია, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ კითხვის ხანგრძლივი და აუჩქარებელი პროცესით ძალიან ვისიამოვნე. თუ თქვენც დაინტერესდით, წიგნს ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენთ. ის “პალიტრა L”-მა გამოსცა.

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი რინსვინდთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: