თამაში მარგალიტებით

16634[1]ხომ არსებობენ წიგნები, რომელთა კითხვა რთულია, ძალიან რთული, თუმცა დასრულების შემდეგ ყველა მკითხველი (გემოვნების შესაბამისად, რა თქმა უნდა) ფიქრობს, რომ მრავალი დღე (იქნებ კვირა და თვეც) ამაოდ არ დაუკარგავს და ჭეშმარიტად დიდებული წიგნი წაიკითხა… სწორედ ასეთია ჰერმან ჰესეს უკანასკნელი ნაწარმოებიც.

იოზეფ კნეხტის ამბავი ერთგვარად აჯამებს ჰერ ჰერმანის შემოქმედებას. “დემიანი”, “ზიდჰარტა”, “დამსვენებელი”, “ტრამალის მგელი”, “ნარცისი და გოლდმუნდი” და მისი სხვა ნაწარმოებები თითქოს სწორედ იმიტომ დაიწერა, რომ საბოლოოდ თამაშის მაგისტრის ისტორია შექმნილიყო. ის, ისევე როგორც სხვა წიგნები, საკუთარი თავის ძიებაზე მოგვითხრობს, თუმცა ცხოვრების გარკვეული მონაკვეთით ან გარემოთი არ არის შეზღუდული. ალბათ ამიტომაცაა ასეთი რთული საკითხავი… აქ ხომ ყველაფერია – ნამდვილი (პოლიტიკით, ომითა და დიპლომატიით აღსავსე) და გამოგონილი (მეცნიერებითა და ხელოვნებით გაჟღენთილი) სამყარო, იოზეფის მთელი ცხოვრება, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არასდროს შეიძლება გადაჭრით რამის გადაწყვეტა. ის, რაც მწვერვალი გვგონია, შესაძლოა მომაბეზრებელ რეალობად იქცეს და დაბალ საფეხურზე ჩამოსვლა სანატრელი გაგვიხდეს. ეს წინასწარ არავინ იცის. ჩვენ კი მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია – არ დავნებდეთ და წინ ვიაროთ. იოზეფ კნეხტი ასე იქცეოდა – თამაშის ახალ პარტიებს და საკუთარ თავს ქმნიდა… ქმნიდა, სანამ ფინალში არ გავიდა… მე თუ მკითხავთ, ფრიად უცნაურ და მოულოდნელ ფინალში…

P.S. ბოლო დროს ამ წიგნის ქართული თარგმანის გამოსვლაზე ხშირად მსმენია, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. იმედი ვიქონიოთ, რომ მალე გამოსცემენ… თან გადავიკითხავ კიდეც – “ჯადოსნური მთისა” არ იყოს, ერთხელ წასაკითხი წიგნი არ არის… არც ისეთი წიგნია, მხოლოდ მონაყოლით რომ შეიძლებოდეს შეფასება… ასე რომ, თქვენც მოიძიეთ და შექმენით თქვენი პარტია. ითამაშეთ მარგალიტებთ! 😉

P.P.S. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ქართული თარმგანიც შემოგვთავაზა.

5 Comments (+add yours?)

  1. Rode
    აგვისტო 16, 2016 @ 15:26:57

    როდის ვეღირსებით! 🙂

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. რუსა
    აგვისტო 16, 2016 @ 15:45:15

    როგორ ველოდები ამის თარგმანს! ახლა უფრო დამაინტერესე 🙂

    Liked by 1 person

    პასუხი

  3. Trackback: ახალი წელი რინსვინდთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი
  4. Mariam
    სექ 09, 2018 @ 20:24:59

    წიგნი გამოვიდა შარშან აგვისტოში. ორასი ეგზემპლიარი გამოსცა სულაკაურმა. რამდენიმე,ჩემი ჩაბარებული, იყიდება რუსთაველის 16 ში. ჩავაბარე ბიბლიოთეკებშიც, მე გახლავართ მთარგმნელი – მარიამ ქსოვრელი–ხართიშვილი.ჩემს გვარზე შეგიძლიათ თქვენთვის სხვა საინტერესოც ნახოთ და დამიკავშირდეთ. წიგნზე დიდი მოთხოვნაა. შეიძლება მიმართოთ გამომცემლობას.
    საუკეთესო სურვილებით!

    Liked by 1 person

    პასუხი

  5. Rusudan Petriashvili
    იან 04, 2021 @ 19:29:08

    რიოში მარგალიტებით თამაში მასშტაბური ინტელექტუალური რომანი. ჰერმან ჰესეს მოღვაწეობის მწვერვალი, რომელიც მოგვითხრობს იოსეფ კნეხტის ცხოვრებას – თამაშის მაგისტრის, თამაშის რომელიც წარმოადგენს ყველანაირი ადამიანური ცოდნის ერთგვარ სინთეზს. მან მიუძღვნა თავისი თავი ინტელექტუალურ უტოპიურ სახემწიფოს – კასტალიას , რომელიც ცხოვრების ბოლოს დატოვა (და აღარ გავაგრძელებ) . წინ დიდი სიამოვნება გელით. ძალიან მსუბუქად იკითხება, მიუხედავად ესეთი ღრმა ფილოსოფიური და შინაარსისა . არაჩვეულებრივი ქართული თარგმანია . მადლობა ქალბატონ მარიამ ქსოვრელს. მოიძიეთ ეს წიგნი და აუცილებლად წაიკითხეთ.

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: